რუბრობოლეტუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუბრობოლეტუსი (ლათ. Rubroboletus) — სოკოების გვარი ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომელიც განსაზღვრული იქნა ჩინელი მიკოლოგების მიერ 2014 წელს.
სწრაფი ფაქტები რუბრობოლეტუსი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
რუბრობოლეტუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rubroboletus satanas | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Rubroboletus Kuan Zhao & Zhu L.Yang (2014) | |||||||||||||
|
დახურვა
რუბრობოლეტუსის სახეობების დამახასიათებელი ნიშნებია: ნახევარსფეროსებრი, ბალიშისებრი ან ბრტყელი წითელი, მონაცრისფრო ან მოვარდისფრო ქუდი, ყვითელი ფერის მილები, ნარინჯისფერ-წითელი და ხასხასა წითელი ფორები. ფეხზე გააჩნია მოვარდისფრო ან წითელი ლაქები (ბადე), ხოლო რბილობი დაზიანებისას ლურჯდება. სპორების ფხვნილი ზეთისხილისფერ-ყავისფერია, გლუვი. მიკორიზას ქმნიან ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან.[1]
საერთო ჯამში გვარში ერთიანდება 15-მდე სახეობა, რომელთა უმეტესობა შხამიანია და ბინადრობს ევროპაში. გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია სატანას სოკო (ლათ. Rubroboletus Satana).