სპორების მტვერი ან სპორების ფხვნილი (სპორების ანაბეჭდი) — სოკოს სპორების მტვერი, რომელიც მიიღება სოკოს ნაყოფსხეულისგან სოკოს კვლევის, გვარის განსაზღვრისა და კულტივირების მიზნით.

Thumb
ზამთრის სოკოს სპორების ანაბეჭდი

სპორების ფერი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს სოკოს იდენტიფიცირებისათვის და ხშირად განსხვავდება ჰიმენოფორის ფერისაგან. სპორების ფერის გარჩევა შესაძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში.

სპორის ანაბეჭდის ფერით, ზოგჯერ შესაძლებელია შხამიანი სოკოს გარჩევა მისი მსგავსი საჭმელი სახეობისგან, მაგალითად, შხამიანი Chlorophyllum molybdites-ის გარჩევა საჭმელად ვარგისი წეროსწვივას (ლათ. Macrolepiota) სოკოებისგან ადვილია მწვანე სპორებით (წეროსწვივას სოკოებში სპორები თეთრი ან სუსტად შეფერილია).

გალერეა

ლიტერატურა

  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель„, „АСТ“, 2003. — С. 16—17, 284—288. — ISBN 5-17-020333-0.
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 43. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.