From Wikipedia, the free encyclopedia
სოკოს ქუდი (ლათ. pileus) — ქუდიანი სოკოს ნაყოფსხეულის ნაწილი. სოკოს განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია ქუდის ფორმა, ზომა, ფერი და ზედაპირი.
ქუდის შიდა ნაწილს რბილობი ეწოდება: მისი ზედაპირი დაცულია თხელი კანით, ხოლო ქვედა ზედაპირზე აქვს ჰიმენოფორი სპორებიანი შრით (ჰიმენიუმი).[1] ჰიმენოფორის ტიპი (გლუვი, მილისებრი, ფირფიტებიანი და ა.შ.) აგრეთვე მნიშვნელოვანია როგორც სოკოების უმეტესი ჯგუფის, ასევე ცალკეული სახეობების დადგენისთვის.
განასხვავებენ შემდეგ ძირითად ფორმებს:
გარდა ამისა, სამეცნიერო ლიტერატურაში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ქუდის ფორმების უფრო ზუსტი განსაზღვრება, თუმცა სხვადასხვა ავტორებთან ტერმინები შესაძლოა რამდენადმე განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
ქუდის ზედაპირის ტიპებია: მშრალი, ლორწოვანი, ჟელატინისებრი, ბოჭკოვანი, ქეჩისებრი, ჯაგრიანი, ქერცლიანი, ფსევდოქერცლიანი, დახეთქილი და სხვა.
სოკოს ცენტრალური ნაწილის გაგრძელებაა ქუდის კიდეები, რომლის ფორმაც, ხშირ შემთხვევაში სოკოს იმდენტიფიცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. აგრეთვე კიდეები ატარებენ ინფორმაციას ნაყოფსხეულის აგებულებისა და განვითარების შესახებ. კიდეების ფორმა ასაკთან ერთად იცვლება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.