ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი, 1865, ბომბეი, ინდოეთი ― გ. 18 იანვარი, 1936, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ჟურნალისტი, მოთხრობების ავტორი, პოეტი და რომანისტი. დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მის საუკეთესო პროზაულ ნამუშევრებად მიიჩნევა რომანები: „ჯუნგლების წიგნი“ (1894) და „კიმი“ (1901) და მოთხრობა „კაცი, რომელსაც მეფობა უნდოდა“ (1888);[35] ასევე ცნობილია მისი ლექსები. იგი მოთხრობების წერის ხელოვნებაში ინოვატორად მიიჩნევა,[36] მისი „მრავალმხრივი და ნათელი თხრობით გამორჩეული“ საბავშვო წიგნები კი კლასიკადაა აღიარებული.[37][38]
სწრაფი ფაქტები რადიარდ კიპლინგი, დაბადების თარიღი ...
რადიარდ კიპლინგი |
---|
ინგლ. Joseph Rudyard Kipling |
|
დაბადების თარიღი |
30 დეკემბერი, 1865(1865-12-30)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] |
---|
დაბადების ადგილი |
მუმბაი, ბრიტანეთის ინდოეთი[1] [8] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
18 იანვარი, 1936(1936-01-18)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] (70 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ლონდონი |
---|
დასაფლავებულია |
უესტმინსტერის სააბატო[25] და გოლდერს-გრინი[25] [5] |
---|
საქმიანობა |
მწერალი[22] [26] , პოეტი[22] , რომანისტი, სამხედრო კორესპონდენტი, საბავშვო მწერალი, ავტობიოგრაფი, სცენარისტი, ჟურნალისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[27]
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
---|
ალმა-მატერი |
United Services College |
---|
Magnum opus |
ჯუნგლების წიგნი, კიმი, თუკი..., ჯუნგლების მეორე წიგნი, Just So Stories და Gunga Din |
---|
ჯილდოები |
ნობელის პრემია ლიტერატურაში[28] [29] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, Lektorix, doctor honoris causa from the University of Paris[30] და Doctor honoris causa of the University of Strasbourg[31] |
---|
მეუღლე |
კაროლინ სტარ ბალესტიერი[32] |
---|
შვილ(ებ)ი |
ჯონ კიპლინგი[32] , ელსი ბემბრიჯი[33] [32] და ჯოზეფინა კიპლინგი[9] [32] |
---|
ნათესავ(ებ)ი |
Catherine Pullein[34] |
---|
|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
კიპლინგი XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ავტორია. მის შესახებ ჰენრი ჯეიმზი წერდა: „პირადად მე, კიპლინგი წარმომიდგენია ყველაზე სრულყოფილ გენიოსად ყველა იმ ინტელექტუალ ადამიანს შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ“. 1907 წელს 41 წლის კიპლინგს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ინგლისურენოვანი და ყველაზე ახალგაზრდა მწერალი გახდა.[39]
კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში.