30 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 364-ე დღე (ნაკიან წლებში – 365-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 1 დღე.
- 1671 : ლუი XIV-მ საფრანგეთის არქიტექტურის სამეფო აკადემია შექმნა.
- 1806 : თურქეთი რუსეთს ომს უცხადებს. რუსეთმა ბაქო აიღო.
- 1880 : ტრანსვაალი რესპუბლიკა გახდა, ხოლო პოლ კრუგერი - მისი პირველი პრეზიდენტი.
- 1896 : ხოსე რიზალი დახვრიტეს მანილაში.
- 1903 : ხანძარმა იროქვოის თეატრში, ჩიკაგო (ილინოისი), 600 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1916 : რასპუტინი მოკლეს შექმულებმა (ახალი სტილით).
- 1922 : საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა.
- 1924 : ედვინ ჰაბლი სხვა გალაქტიტების არსებობის შესახებ აცხადებს.
- 1927 : აზიის პირველი მიწისქვეშა მეტროს ხაზი - გინძას ხაზი - გაიხსნა ტოკიოში.
- 1947 : რუმინეთის მეფე მიქაელი სსრკ-ის მიერ წაქეზებულმა კომუნისტურმა მთავრობა გადააყენა.
- 1953 : პირველი ფერადი ტელევიზორი გამოჩნდა მაღაზიებში $1,175 დოლარად.
- 1956 : ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები.
- 1965 : ფერდინან მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი გახდა.
- 1981 : უეინ გრეცკიმ 50-ე გოლი გაიტანა 39 თამაშში, რაც დღემდე რჩება აშშ-ის ეროვნული ჰოკეის ლიგის რეკორდად.
- 1993 : ისრაელი და ვატიკანი დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ.
- 1995 : ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -27.2 °C დარეგისტრირდა ალტნაჰარაში, შოტლანდიის მაღლობები.
- 2015 : IUPAC-მა ოთხი ელემენტის უნუნტრიუმის, უნუნპენტიუმის, უნუნსეპტიუმისა და უნუნოქტიუმის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.