ჟოზე დე სოუზა სარამაგუ (პორტ. José de Sousa Saramago; დ. 16 ნოემბერი, 1922 — გ. 18 ივნისი, 2010) — პორტუგალიელი ნობელიანტი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი. მისი ნამუშევრები ძირითადად ისტორიული მოვლენების სახეცვლილი პერსპექტივებია ხაზგასმული ადამიანური ფაქტორითა და ალეგორიული ქვეკონტექსტებით.
სწრაფი ფაქტები ჟოზე სარამაგუ, დაბადების თარიღი ...
ჟოზე სარამაგუ |

პორტ. José Saramago[1] |

დაბადების თარიღი |
16 ნოემბერი, 1922(1922-11-16)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [1] |

დაბადების ადგილი |
აზინიაგა[1] |

გარდაცვალების თარიღი |
18 ივნისი, 2010(2010-06-18)[14] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [12] [13] [1] (87 წლის) |

გარდაცვალების ადგილი |
ლანსაროტე[1] |

საქმიანობა |
ჟურნალისტი[15] [12] [1] , დრამატურგი[15] , მთარგმნელი[15] , რომანისტი[1] , პოეტი[15] , ქრონისტი, ესეისტი, დღიურის ავტორი, ლიტერატურული კრიტიკოსი[15] , მწერალი[15] [12] [16] , სცენარისტი[15] , დრამატურგი[12] და რევოლუციონერი |

ენა |
პორტუგალიური ენა |

მოქალაქეობა |
პორტუგალია[16] |

ჟანრი |
მაგიური რეალიზმი |

Magnum opus |
იესოს სახარება, სიბრმავე, Seeing, კაენი, სიკვდილი ისვენებს[17] [18] და სპილოს მოგზაურობა[17] |

ჯილდოები |
ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] [20] , კამოენსის პრემია[16] , ამერიკის პრემია ლიტერატურაში, სანტიაგოს ორდენის დიდი ჯაჭვი[21] , მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კოლიმბრის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[22] , ბორდო III-ის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[23] [24] , გრანადის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[25] , ლას-პალმას-დე-გრან-კანარიის საპატიო დოქტორი[26] , სანტიაგოს ორდენის კომანდორი[21] , ბრაზილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სევილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[27] , ტურინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[28] , სანტიაგო-დე-ჩილეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctorate of the University of Salamanca[29] , Q130553019?, Grand Collar of the Order of Camões და Q130852614? |

მეუღლე |
ილდა რეისი[30] , იზაბელ და ნუბრეგა[21] და პილარ დელ რიო[30] |

შვილ(ებ)ი |
Violante Saramago Matos |

ხელმოწერა |

საიტი |
josesaramago.org |

დახურვა
1998 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. ის პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი გახდა, ვისაც ეს უმაღლესი ლიტერატურული აღიარება ხვდა წილად. აღსანიშნავია ქართველებისთვის ერთ საინტერესო ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ნობელის კომიტეტი „დამარცხებული ნომინანტების“ ვინაობას 50 წლის შემდეგ ასაჯაროებს ხოლმე, მაინც ცნობილია, რომ სარამაგუს მთავარი კონკურნტი ოთარ ჭილაძე იყო. ჟოზე სარამაგუ გარდაიცვალა ლანზაროტში, კანარის კუნძულები, ესპანეთი. სარამაგუ პორტუგალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო 1969 წლიდან, ასევე ათეისტი და, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ თავს, პესიმისტი ფრიად წინააღმდეგობრივი მსოფლმხედველობით — მის შეხედულებებს ხშირად გამოუწვევია მწვავე რეაქცია პორტუგალიის საზოგადოებაში, განსაკუთრებით ნაწარმოების „სახარება იესო ქრისტეს მიხედვით“ გამოქვეყნების შემდეგ.
სარამაგუს რომანებში ხშირად აღწერილია წარმოუდგენელი ისტორიული სიტუაციები, მაგ. მის 1986 წლის რომანში „ქვის ტივი“ იბერიის ნახევარკუნძული მოსწყდება ევროპას და იწყებს მოგზაურობას ატლანტის გარშემო. 1995 წლის რომანში „სიბრმავე“ მთელ უსახელო ქვეყანას უცნობი ჭირი, ანუ „თეთრი სიბრმავე“ შეეყრება, რომელიც სხვა ადამიანებზე შეხედვით ვრცელდება და ასე ნელ-ნელა მთელი ქვეყანა ბრმავდება. მის 1984 წლის რომანში „რიკარდო რეისის სიკვდილის წელიწადი“ ფერნანდო პესოას ჰეტერონიმი ცოცხლობს პოეტის სიკვდილიდან ერთი წლის განმავლობაში.
სარამაგუს, როგორც ავტორის, უდიდესი ღირსება თანამედროვე ქალაქში მცხოვრებ მარტოსულ ადამიანთა მდგომარეობის თანაგრძნობაა. მისი გმირები ცდილობენ ერთმანეთი მოძებნონ, ურთიერთობა დაამყარონ, შექმნან სოციუმი, იყვნენ ინდივიდუალურნი, იპოვონ არსებობის აზრი.
სარამაგუ უმიწო გლეხის ოჯახში დაიბადა აზინაგაში, პორტუგალია, მცირე სოფელში რიბატეჟოს პროვინციაში ლისაბონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ასეულ კილომეტრში. მისი მშობლები იყვნენ ჟოზე დე სუზა და მარია დე პიედადე. სარამაგუ გარეული მცენარის სახელია და მამამისის მეტსახელი იყო. ის შემთხვევით გახდა უმცროსი ჟოზეს გვარი, მისი დაბადებისას სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომის გამო. 1924 წელს სარამაგუს ოჯახი ლისაბონში გადასახლდა, სადაც მამამისმა პოლიციელად დაიწყო მუშაობა. დედაქალაქში გადასვლიდან რამდენიმე თვეში მისი უფროსი ძმა ფრანცისკო გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჟოზე წარჩინებული მოწაფე იყო, მის მშობლებს საშუალება არ გააჩნდათ მისთვის გრამატიკის სკოლა დაემთავრებინათ და 12 წლის ასაკში ტექნიკურ სასწავლებელში გადაიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ორი წელი მანქანის მექნიკოსად მუშაობდა. მოგვიანებით მან თარჯიმნობა დაიწყო, შემდეგ ჟურნალისტად, ბოლოს კი წერას მიჰყო ხელი. სარამაგუმ 1944 წელს ილდა რეისი შეირთო ცოლად. 1947 წელს მათ შეეძინათ ერთადერთი შვილი, ვიოლანტე. მოგვიანებით სარამაგუმ პილარ დე რიოზე იქორწინა, ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლების ოჯახის შვილზე.
სარამაგო უსაშველოდ გრძელი წინადადებებით წერდა და პუნქტუაციის ნიშნებს იქ ხმარობდა, სადაც მოესურვებოდა. დიალოგების გამოსაყოფად ბრჭყალებს ან სხვა ნიშნებს არ იყენებდა. მის თითოეულ წინადადებათა უმრავლესობა შეიძლება მთელ გვერდზე გაგრძელდეს, ვინაიდან მძიმეს სვამდა წერტილის ნაცვლად. მისი ერთი პარაგრაფი ზოგიერთი ავტორის წიგნის თავი გამოვიდოდა. თუმცა, საკვირველია, რომ მკითხველთა უმრავლესობა მისი პროზის სტილს სწრაფად ეჩვევა.
რომანები :
- 1947 - ცოდვის მიწა / Terra do Pecado
- 1953 - ცის ნათება / Claraboia
- 1977 - ხატვისა და კალიგრაფიის სახელმძღვანელო / Manual de Pintura e Caligrafia
- 1980 - საფლავებიდან აღმდგარნი / Levantado do Chão
- 1982 - მოგონებანი მონასტერზე / Memorial do Convento
- 1984 - რიკარდო რეისის სიკვდილის წელიწადი (მიეძღვნა ფერნანდო პესსოას) / Ano da Morte de Ricardo Reis
- 1986 - ქვის ტივი / Jangada de Pedra
- 1989 - ლისაბონის ალყის ისტორია / História do Cerco de Lisboa
- 1991 - სახარება იესო ქრისტეს მიხედვით / Evangelho Segundo Jesus Cristo
- 1995 - სიბრმავე / Ensaio sobre a Cegueira
- 1997 - ყველა სახელი / Todos os Nomes
- 2000 - გამოქვაბული / A Caverna
- 2002 - ორეული / O Homem Duplicado
- 2004 - თვალის ახელა / Ensaio sobre a Lucidez
- 2005 - Don Giovanni ou o Dissoluto Absolvido
- 2005 - სიკვდილი ისვენებს /As Intermitências da Morte
- 2008 - სპილოს მოგზაურობა / A Viagem do Elefante
- 2009 - კაენი / Caim
პოემები :
- 1966 - შესაძლო ლექსები / Os Poemas Possíveis
- 1970 - ალბათ მხიარულება / Provavelmente Alegria
- 1975 - 1993 წელი / O Ano de 1993
ქრონიკები :
- 1971 - ეს სამყარო და სხვა / Deste Mundo e do Outro
- 1973 - მოგზაურის ბარგი / A Bagagem do Viajante
- 1974 - As Opiniões que o DL teve
- 1997 - შენიშვნები / Os Apontamentos
ზღაპრები :
- 1978 - ქუაზი-ობიექტები / Objecto Quase
- 1997 - უცნობი კუნძულის ამბავი / O Conto da Ilha Desconhecida
გზამკვლევი :
- 1981 - მოგზაურობა პორტუგალიაში / Viagem a Portugal
დღიური და მოგონებები :
- 1994 - ლანსაროტეს ჟურნალი / Cadernos de Lanzarote (I-V)
- 2006 - პატარა მოგონებები / As Pequenas Memórias
საბავშვო წიგნები :
- 2001 - მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი / A Maior Flor do Mundo
*(ზოგიერთ ნაშრომთა სახელწოდების თარგმანი პირობითია).
Projecto Vercial
Internet Speculative Fiction Database — 1995.
SNAC — 2010.
Discogs — 2000.
NooSFere — 1999.
AlKindi
Babelio — 2007.
Archivio Storico Ricordi — 1808.
Munzinger Personen
BeWeB
Library of Congress Library of Congress Name Authority File