From Wikipedia, the free encyclopedia
პრიედორი (კირილ. Приједор) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-დასავლეთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაახლოებით 97 588 ადამიანი ცხოვრობს.[1] მიეკუთვნება სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულს და მდებარეობს ბოსნიის კრაინის რეგიონში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პრიედორი Приједор | |||||
| |||||
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||||
რეგიონი | სერბთა რესპუბლიკა | ||||
კოორდინატები | 44°58′00″ ჩ. გ. 16°42′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | ივლისი, 2012 | ||||
ფართობი | 118 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 136 მ | ||||
მოსახლეობა | 32 342 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 117 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +387 | ||||
საფოსტო ინდექსი | 79000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.prijedorgrad.org/ | ||||
ბანია-ლუკასა და ბიელინის შემდეგ, პრიედორი მესამე უდიდესი მუნიციპალიტეტის სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვეყნის მასშტაბით კი მეშვიდე. მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად საკმაოდ დაწინაურებულია, ყვავის მრავალგვარი მრეწველობა, მომსახურებისა და საგანმანათლებლო სექტორები.
პრიედორი ცნობილია კათოლიკური, მართლმადიდებლური და ისლამური მემკვიდრეობით. ურბანულ ლანდშაფტში გამოირჩევა ოსმალეთის იმპერიისა და ავსტრია-უნგრეთის პერიოდის ნაგებობები. 2006-2009 წლებში ქალაქს მასშტაბური რესტავრაცია ჩაუტარდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინის ოფიციალური ენებია ბოსნიური, სერბული და ხორვატული. ბოსნიური და სერბული ენები იყენებს როგორც კირილიცას, ისე ლათინურ ანბანს, ხორვატული კი მხოლოდ ლათინურს. ქალაქის სახელი კირილიცაზე იწერება როგორც „Приједор“.
ქალაქი პრიედორი და მთლიანად მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე სანისა და გომიენიკის ნაპირებზე, კოზარის ბორცვების სამხრეთ-დასავლეთით. მუნიციპალიტეტის ფართობი 833 კმ²-ია.
პრიედორის, როგორც საფორტიფიკაციო ცენტრის ისტორია XVII საუკუნის ბოლოდან იწყება. თუმცა, მიმდებარე არეალის კოლონიზაციისა და კულტურის ისტორია ბევრად უფრო ადრეულია. აღმოჩენილია სხვადასხვა კულტურის მრავალი პრეისტორიული, ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი. მრავლადაა პრეისტორიული პერიოდის ნამარხი დასახლებები, რომლებიც ძვ. წ. 2100 წლით თარიღდება. რომაელებამდელ და რომაელების ხანაში ტერიტორია დასახლებული იყო ილირიული ტომით მაეზაეი. ლეგენდის თანახმად, მდინარე სანას სახელი რომაელებმა უწოდეს.
დაძმობილებული ქალაქები:
პარტნიორი ქალაქები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.