ფინელი პეტროგრაფი From Wikipedia, the free encyclopedia
პენტი ეელის ესკოლა (ფინ. Pentti Eelis Eskola; დ. 8 იანვარი, 1883 — გ. 6 დეკემბერი, 1964) — ფინელი პეტროგრაფი. ფინეთის აკადემიის წევრი (1921). 1906 წელს დაამთავრა ჰელსინკის უნივერსიტეტი. 1910 წლიდან ასწავლიდა იქვე (1924-1953 მინერალოგიისა და პეტროგრაფიის პროფესორი). 1928 წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. გეოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა სკანდინავიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იმიერბაიკალეთში. ესკოლამ ჩამოაყალიბა ცნება მინერალური ფაციესის შესახებ და გამოიყენა ქიმიური პრინციპები გეოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი შრომები შეეხება მეტამორფულ დიფერენციაციას, ანატექსისს, გრანიტული მაგმის გენეზისს და სხვა საკითხებს. ესკოლას შრომების მიხედვით რადიკალურად შეიცვალა წარმოდგენა ქანების მეტამორფიზმზე. იყო მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
პენტი ესკოლა | |
---|---|
ფინ. Pentti Eelis Eskola | |
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1883[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ჰონკილაჰტი |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1964[6] [2] [3] [5] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰელსინკი[6] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა ფინეთი |
საქმიანობა | გეოლოგი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰელსინკის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Imperial Alexander University |
მეუღლე | Helena Syrjälä-Eskola |
ჯილდოები | პენროუზის მედალი[7] , ლეოპოლდ ფონ ბუხის მედალი, ვეტლესენის პრემია, უოლასტონის მედალი[8] და Q117353804? |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.