შვეიცარიელი მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
პაულ ნიგლი (გერმ. Paul Niggli; დ. 26 ივნისი, 1888 — გ. 13 იანვარი, 1953) — შვეიცარიელი მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი. 1907 წელს ციურიხში დაამთავრა უმაღლესი ტექნიკური სკოლა, 1915-1918 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, 1918-1920 წლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1920 წლიდან უმაღლესი ტექნიკური სკოლისა და უნივერსიტეტის პროფესორი ციურიხში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა გეოქიმიის, მეტალოგენიის, მინერალების ქიმიზმისა და სხვა საკითხებს. შეიმუშავა კრისტალური შეერთების სტერეოქიმიის საფუძვლები; შემოგვთავაზა ქანების ქიმიური შედგენილობის გადაანგარიშების ერთ-ერთი მეთოდი. მისი სახელობისაა მინერალი ნიგლიიტი.
პაულ ნიგლი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ივნისი, 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ცოფინგენი[7] [5] |
გარდ. თარიღი | 13 იანვარი, 1953[7] [8] [2] [3] [4] [5] [6] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | ციურიხი[7] [5] |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | მინერალოგი, გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და კრისტალოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ციურიხის უნივერსიტეტი, ტიუბინგენის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა |
ალმა-მატერი | ციურიხის უნივერსიტეტი[9] |
განთქმული მოსწავლეები | Volker Gramlich[9] |
შვილ(ებ)ი | Ernst Niggli[4] |
ჯილდოები | როებლინგის მედალი[10] , მარსელ ბენუას პრემია, ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია და Q117353804? |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.