![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Olhar_sobre_a_Lagoa_da_Pampulha.jpg/640px-Olhar_sobre_a_Lagoa_da_Pampulha.jpg&w=640&q=50)
პამპულიის თანამედროვე ანსამბლი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბრაზილიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
პამპულიის თანამედროვე ანსამბლი (პორტ. Conjunto Moderno da Pampulha) — ურბანული პროექტი ბელუ-ორიზონტში, მინას-ჟერაისში, ბრაზილია. იგი შეიქმნა წყალსაცავის — პამპულიის ტბის გარშემო და მოიცავს სამორინეს, წვეულებისთვის განკუთვნილ დარბაზს, გოლფის იახტ-კლუბს და სან-ფრანცისკეს ეკლესიას. შენობები დააპროექტა არქიტექტორმა ოსკარ ნიმეიერმა, ლანდშაფტის არქიტექტორ რობერტუ ბურლე მარქსთან და ბრაზილიელ მოდერნისტ მხატვრებთან თანამშრომლობით.[1]
სწრაფი ფაქტები პამპულიის თანამედროვე ანსამბლი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
პამპულიის თანამედროვე ანსამბლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | 1493 |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2016 (მე-40 სესია) |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
2016 წლის ივლისში, პამპულიის თანამედროვე ანსამბლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[2][3][4]