![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/31/Orkney_Skara_Brae.jpg/640px-Orkney_Skara_Brae.jpg&w=640&q=50)
ორკნეის ნეოლითური დასახლება
From Wikipedia, the free encyclopedia
ორკნეის ნეოლითური დასახლება — ნეოლითური მონუმენტების ჯგუფი შოტლანდიაში, ორკნეის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ მეინლენდზე. სახელი მიღებული იქნა იუნესკოს მიერ, როდესაც აღნიშნული არეალი 1999 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სწრაფი ფაქტები ორკნეის ნეოლითური დასახლება*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ორკნეის ნეოლითური დასახლება* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 58°59′45″ ჩ. გ. 3°11′19″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 514 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი ოთხი ძეგლისაგან შედგება:
- მეისჰაუ - უნიკალური, ოთახებიანი კორიდორული სამარხი. მისი ცენტრალური ოთახი ზამთრის ბუნიობისას განათებულია. სამარხი ვიკინგების მიერ გაიძარცვა..[1]
- სტენესის მეგალითები - მეგალითური ქვის ნამტვრევები, ოთხი ერთეული, რომელთაგან უმაღლესი 6 მეტრია.[2][3]
- ბროდგარის რგოლი - 104 მეტრის დიამეტრის წრიული ქვა, თავდაპირველად შედგებოდა 60 ქვისგან, რომლებიც მიწაში 3 მეტრის სიღრმეზე იყვნენ ჩარჭმულნი, თითოეულის სიგანე 10 მეტრი იყო. ვარაუდობენ, რომ მათ აშენებას 80 000 საათი დასჭირდებოდა.[4][5]
- სკარა-ბრეი - ათი სახლისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესოდ შემონახულ ნეოლითურ სოფელს წარმოადგენს.[6]