From Wikipedia, the free encyclopedia
ბუნიობა, [1][2] ბუნიაობა[3][4][5], დღეღამტოლობა — დროის ის მომენტი, როდესაც მზის ცენტრი ეკლიპტიკაზე თავისი ხილული, წლიური მოძრაობისას გადაკვეთს ცის ეკვატორს.
ბუნიობის დღეს ყველგან (გარდა დედამიწის პოლუსების უახლოესი რაიონებისა), მთელ დედამიწაზე, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია, მაგრამ რადგანაც მზეს შესამჩნევი ხილული კუთხური დიამეტრი აქვს (აგრეთვე რეფრაქციის გამო), დღის ხანგრძლივობა ოდნავ მეტია ღამისაზე. წერტილს, რომელსაც მზის ცენტრი სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთისაკენ მოძრაობისას გადაკვეთს, ეწოდება გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ხოლო დიამეტრულად საწინააღმდეგო წერტილს კი შემოდგომის ბუნიობის წერტილი. იმის გამო, რომ ერთსა და იმავე ბუნიობის წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის დროის შუალედი — ტროპიკული წელიწადი — არ ემთხვევა კალედარული წლის ხანგრძლივობას, ბუნიობის მომეტები წლიდან წლამდე გადაადგილდება კალენდარული დღე-ღამის მიმართ. ჩვეულებრივ წელს ბუნიობა დგება 5 საათსა, 48 წუთსა და 46 წამით გვიან, ვიდრე წინა წელს, ხოლო ნაკიან წელს — 18 საათის, 11 წუთისა და 14 წამით ადრე. ამიტომ შეიძლება მოდიოდეს ორ მეზობელ კალენდარულ თარიღზე. ჩვენს ეპოქაში მზე გადის გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე 20 ან 21 მარტს, ხოლო შემოდგომის ბუნიობის წერტილზე 23 სექტემბერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.