From Wikipedia, the free encyclopedia
ომანი (არაბ. عُمان, ომანის სასულთნო (არაბ. سلطنة عُمان)) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
ომანის სასულთნო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: ”Ya Rabbana Ehfid Lana Jalalat Al Sultan” |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მასკატი 20°14′ ჩ. გ. 55°58′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია (სასულთნო) | |||||
- | სულთანი | ჰაისამ ბინ ტარიკი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 309 501 კმ2 (70-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 3 219 775 (129-ე) | ||||
- | 2010 აღწერა | 2 773 479[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 13 კაცი/კმ2 (216-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასებით | |||||
- | სულ | $163.627 მილიარდი[2] (81-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $44 062[2] | ||||
აგი (2013) | 0.783[3] (მაღალი) (56-ე) | |||||
ვალუტა | რიალი (OMR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | OMN | |||||
Internet TLD | .om, عمان. | |||||
სატელეფონო კოდი | +968 |
ეტიმოლოგია
ტოპონიმი „ომანი“ მოდის ამჟამად არ არსებული ძველი ქალაქის სახელიდან. სახელწოდება არაბულმა წყაროებმა განმარტეს, როგორც „გაჩერდნენ ადგილზე“(შესაძლოა, ეხება მომთაბარე ბედუინებს). მეორე ვერსიის თანახმად, სახელწოდება დაკავშირებულია ქალაქის დამაარსებლის სახელთან-ომან ბენ-იბრაჰიმთან . პლინიუმ უფროსი და პტოლემეუსი ეყრდობოდნენ უფრო ადრეულ წყაროებს, უწოდებდნენ ქალაქს Omanum omporium (ბერძნულიდან „ომპორიუმი“ - „სავაჭრო ქალაქი“).
ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან სახელი "ომანი" გავრცელდა მთელ აღმოსავლეთ არაბეთში, ხოლო მე -19 საუკუნეში ამ სახელწოდებას ატარებდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ორი სახელმწიფო.
VII-XI საუკუნეებში ომანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1515-1650 წლებში ომანის სანაპირო ზოლი და გამაგრებული პუნქტები პორტუგალიას ემორჩილებოდა. 1737-1744 წლებში ომანის სანაპირო რაიონები ირანმა დაიპყრო. 1741 წლიდან სპარსელები განდევნა მმართველმა აჰმედ ზაფარმა. მან შექმნა მძლავრი მეკობრული სახელმწიფო, რომელიც გარდა თავად ომანისა, ფარავდა სპარსეთის ყურის კუნძულებს, ახლანდელი ირანის სანაპიროების უმეტეს ნაწილს და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებს სომალიდან მოზამბიკამდე მრავალი მიმდებარე კუნძულის ჩათვლით . XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ომანის დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, შემდეგ ცენტრალური არაბეთისა და ვაჰაბიტ გამგებლებს შორის ბრძოლის ობიექტი გახდა. 1832 წელს სულთნის რეზიდენცია გადავიდა კუნძულ ზანზიბარზე. 1856 წელს სულთნის გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაიყო მის ორ ვაჟს შორის - აზიური და აფრიკული. ომანის ტერიტორია გაიყო ომანის საიმამოდ, მასკატის სასულთნოდ და ომანის ჩრდილოეთ სანაპიროდ, რაც ინგლისის ლიტერატურაში „მეკობრეთა ნაპირის“ სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში მასკატი და „მეკობრეთა ნაპირი“ ინგლისის პროტექტორატად გამოცხადდა. მოზამბიკი დაბრუნდა პორტუგალიის შემადგენლობაში.
ომანის საიმამოს წინააღმდეგ მასკატის სულთნისა და და ინგლისელების შვიდწლიანი წარუმატებელი ომის შედეგად 1920 წლის 25 სექტემბერს დაბა ელ-სიბში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას (სიბის ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც ინგლისის ხელისუფლებამ და მასკატის სულთანმა ომანის საიმამო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნეს. 1938 წელს ელისუფლების სათავეში მოვიდა სულთანი საიდ ბინ თაიმური, თუმცა შეიხების უმრავლესობა მხარს უჭერდა არა პრო ნგლისურად განწყობილ მასკატის სულთანს, არამედ ომანის საიმამოს, სადაც სათავეში იყო მუჰამედ ალ-ხალილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წლის კონფერენციაზე მასკატში შეიხების უმრავლესობამ აზრი გამოთქვა საიდ ბინ თაიმურის მფარველობის ქვეშ შესვლაზე. 1955 წელს მასკატის სულთნის ჯარებმა ინგლისის დახმარებით დაიკავეს ომანის საიმამო, რომელიც 1959 წელს მასკატის სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა.
70-იანი წლებიდან გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მიზანი ინგლისის გავლენისგან განთავისუფლება იყო. 1970 წლის 23 ივლისს უსისხლო გადატრიალების შედეგად, საიდი ჩამოაგდო თავისმა ვაჟმა კაბუსმა., რომელიც მაშინვე შეუდგა ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას და მოხსნა სოციალური შეზღუდვები.
1970 წლის აგვისტოში ინგლისმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სულთან კაბუს ბინ საიდთან, რამაც განამტკიცა ინგლისის უფლება შეენარჩუნებინა ძირითადი პოზიციები ეკონომიკაში და ესარგებლა ომანის აეროდრომებით. ომანში მოქმედებდა ინგლისის ორი სამხედრო ბაზა. 1970 წლის ბოლოს კაბუს ბინ საიდმა გამოაცხადა ომანის სასულთნოს შექმნა, რომელშიც შევიდა მასკატის სასულთნო და ომანის საიმამო. 1971 წლის 29 სექტემბერს ომანის სასულთნო მიიღეს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, ხოლო 1971 წლის 7 ოქტომბერს-გაეროში.
1987 წელს ომანი ტურიზმისთვის გაიხსნილად გამოცხადდა.
2020 წლის 11 იანვრიდან სულთან კაბუს ბინ საიდის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას მართავს მისი ბიძაშვილი ჰაისამ ბინ ტარიკ ალ-საიდი.
ომანის ეკონომიკა ემყარება ნავთობის ექსპორტს. ნავთობის რეზერვების შემცირების გათვალისწინებით, ომანის ხელისუფლება გეგმავს ეკონომიკის დივერსიფიკაციას - გაზის წარმოეაის, მეტალურგიისა და ტურიზმის განვითარებას. ქვეყნის ხელისუფლება აპირებს პრივატიზაციის შემოღებას და მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წელს - 46 698 აშშ დოლარი (მსოფლიოში 23-ე ადგილი).
დასაქმებულთა დაახლოებით 70% (2014 წელს) არიან უცხოელები (პაკისტანელები, ინდოელები, ბანგლადეშელები, შრი ლანკელები).
მომსახურების სექტორი - მშპ-ს 50%;
ინდუსტრია - მშპ 49% - ნავთობის წარმოება და გადამუშავება, გაზის წარმოება;,სამშენებლო, სპილენძისა და ფოლადის დნობა, ქიმიური პროდუქტების, ოპტიკური ბოჭკოებისწარმოება.
აშენდა ზღვის წყლის გასამტკნარებელი, აზბესტცემენტის მილების, საღებავების, მაცივრების ქარხნები. მთავარი საზღვაო ნავსადგურია მატრაჰი, მასკატშია საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.
სოფლის მეურნეობა - მშპ 1% -მთავარი სასოფლო სამეურნეო კულტურაა ფინიკის პალმა . მოჰყავთ ბანანი, იონჯა, ხორბალი, ლიმონი, ბროწეული, მანგო, ბამბა, სიმინდი, ლუცერნა, ხახვი, ნიორი, სხვადასხვა ბოსტნეული, თამბაქო, შაქრის ლერწამი. აშენებენ ცხვარს, თხას, აქლემს. ომანი მთელს აღმოსავლეთში ცნობილია ერთკუზიანი აქლემის (დრომადერი) ჯიშით,. ქვეყანაში მისდევენ თევზჭერას. განვითარებულია კვების პროდუქტების წარმოება (ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვ.) შინამრეწველური წარმოება, ხელოსნობა: ტყავის, საფეიქრო, სამღებრო წარმოება, საიუველირო ნაკეთობების, ცივი იარაღის, პატარა გემების დამზადება.
ექსპორტი 2017 წელს - 31,2 მილიარდი აშშ დოლარი - ნედლეული (44%), ბუნებრივი აირი (11%), ნავთობპროდუქტები (9%), სხვადასხვა რეექსპორტი, ასევე ქიმიური პროდუქტები, ლითონები.
მთავარი მყიდველები არიან ჩინეთი 39%, ინდოეთი 9.2%, არაბთა გაერთიანებული სამიროები 7.2%, კორეის რესპუბლიკა 6.8%.
2017 წელს იმპორტი - 29.8 მილიარდი აშშ დოლარი - სამრეწველო მოწყობილობა და ელექტრონიკა (23%), მანქანები, სატრანსპორტო საშუალებები (7.4%), სამომხმარებლო საქონელი, საკვები, ოქრო.
მთავარი მიმწოდებლები - არაბთა გაერთიანებული საამიროები 34%, იაპონია 7.4%, დიდი ბრიტანეთი 6.8%, ჩინეთი 6.3%, ინდოეთი 5.4%.
კულტურა
ომანელების ტრადიციული მატერიალური და სულიერი კულტურა, განსაკუთრებით სამხრეთის პროვინცია დოფარის მოსახლეობის, ახლოსაა იემენურთან და საგრძნობლად განსხვავდება სხვა არაბული ქვეყნების კულტურისგან. ომანელების ტრადიციული სამოსიც იემენურის მსგავსია. მამაკაცებისათვის-კუბოკრული შემოსახვევი ქვედაკაბა მუხლამდე (იზარი) და ტურბანი (ხშირად წითელი ფერის). უფრო შეძლებული ფენის კაცები ატარებენ თეთრი ფერის პერანგებს. ფეოდალური ელიტის წარმომადგენლებს აცვიათ შავი ან წითელი სამოსი -აბა. ქალები ატარებენ გრძელსახელოებიან პერანგს-ტობს, შარვალ-სირვალს, შავ თავსახვევ პუშიას და სახის დასაფარ ნიღაბს, რომელშიც მხოლოდ თვალები ჩანს-ბატულას. ომანელი მამაკაცის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია მოკლე განიერი ხანჯალი, რომელსაც ჯამბია ეწოდება. ქალები სახეს და ხელებს ლურჯი ფერით იხატავენ, ატარებენ სამაჯურებს ხელებსა და ფეხებზე, ყურებსა და ცხვირზე-საყურეს.
ომანელ ქალთა მდგომარეობა სხვა არაბული ქვეყნებთან შედარებით, უკეთესია. ამას მოწმობს მთავრობაში ორი მინისტრი ქალის (განათლების მინისტრისა და უმაღლესი განათლების მინისტრის) ყოფნა.
სამზარეულო
ომანელთა საკვების მთავარ რაციონს შეადგენს ფინიკი, ქერის ან ხორბლის ნამცხვრები, ფეტვის ფაფა ან მოხარშული ბრინჯი სანელებლებით. ასევე იყენებენ ხორცს და თევზეულს. სადღესასწაულო სუფრის მთავარი კერძია შემწვარი ცხვარი ან ფლავი ცხვართან ერთად. ომანელებისათვის (სხვა არაბული ქვეყნებისაგან განსხვავებით) ყველაზე გემრიელ კერძად აფთრის ხორცი ითვლება. აკრძალვის დროს კატეგორიულად არ მიირთმევენ კვერცხს და ფრინველის ხორცს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.