From Wikipedia, the free encyclopedia
ნიგერი (ფრანგ. Niger, ინგლ. Niger [ˈnaɪdʒər], იორუბა. Niger, Ọya) — დასავლეთ აფრიკის მთავარი მდინარე, მისი სიგრძეა 4180 კმ, ხოლო აუზის მოცულობა 2 118 ათასი კმ² და ამ პარამეტრებით მესამე მდინარეა აფრიკაში ნილოსისა და კონგოს შემდეგ.
მდინარე სათავეს იღებს გვინეაში, შემდეგ მიედინება მალიში, ნიგერში, ბენინის საზღვარზე, შემდეგ კვეთს ნიგერიას და გვინეის ყურეში იღვრება. ნიგერის მთავარი შენაკადებია მილო, ბანი, სოკოტო, კადუნა და ბენუე. მდინარის გვინეის ყურესთან შესართავთან მდებარეობს საზღვაო პორტი ქალაქი პორტ-ჰარკორტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.