From Wikipedia, the free encyclopedia
ნადოკრა (ყოფილი ბიკორტა, ნოკორნა) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერწოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიმონიანთხევის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფლიდან 2 კმ-ზე, ე.წ. სიონის გორაზე, დგას XVI საუკუნის მცირე ზომის ეკლესია.[2]
სოფელი | |
---|---|
ნადოკრა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სიმონიანთხევი |
კოორდინატები | 41°58′36″ ჩ. გ. 44°53′26″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ბიკორტა |
ცენტრის სიმაღლე | 1070 მ |
მოსახლეობა | 152[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში „ნოკორნის ტაძარი“ (რუს. «Храмъ въ Нокорно»), წერს: „ნოკორნის ტაძარი (არჩილის მონასტერი) მდებარეობს 2 ვერსტის დასავლეთით სოფელი ნოკორნიდან, ანუ, როგორც დღეს მას დამახინჯებით მოიხსენიებს მოსახლეობა — ნაზდოკრა“.[3]
ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების„ თანახმად, არაბებისგან წამებით მოკლული, ქართლის ერისთავის არჩილ სტეფანოზის ძის გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში. ნადოკრა საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრებოდა. მეფე გიორგი VIII-მ 1457 წელს სვეტიცხოველს ახალი გუჯარით დაუმტკიცა ნადოკრის მფლობელობა. XIX საუკუნის შუა წლებში სოფელში დასახლდნენ ხევსურები.[4]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.