From Wikipedia, the free encyclopedia
მონაგასი (ესპ. Estado Monagas) — შტატი ვენესუელაში. მისი ფართობია 28 900 კმ², ხოლო მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით 908 626 ადამიანს შეადგენს.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
მონაგასის შტატი Estado Monagas | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | მატურინი | ||||
შიდა დაყოფა | აკოსტის მუნიციპალიტეტი[1] , აგუასაის მუნიციპალიტეტი[1] , ბოლივარის მუნიციპალიტეტი[1] , კარიპეს მუნიციპალიტეტი[1] , სედენიოს მუნიციპალიტეტი[1] , ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი[1] , მატურინის მუნიციპალიტეტი[1] , პიარის მუნიციპალიტეტი[1] , პუნსერესის მუნიციპალიტეტი[1] , სანტა-ბარბარას მუნიციპალიტეტი[1] , სოტილიოს მუნიციპალიტეტი[1] , ურაკოის მუნიციპალიტეტი[1] და ესეკიელ-სამორას მუნიციპალიტეტი[1] | ||||
კოორდინატები | 9°25′00″ ჩ. გ. 63°04′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Ernesto Luna | ||||
დაარსდა | 1856 | ||||
ფართობი | 28 900 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 908 626 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | monagas.gov.ve | ||||
ჩრდილოეთით ესაზღვრება სუკრეს შტატი, დასავლეთით და სამხრეთით — ანსოატეგის შტატი, სამხრეთით — ბოლივარის შტატი, სამხრეთით და აღმოსავლეთით — დელტა-ამაკუროს შტატი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი პარიის ყურე.
სახელი ეწოდა გენერალ ხოსე ტადეო მონაგასისა და მისი ძმის — ხოსე გრეგორიო მონაგასის პატივსაცემად.
შტატის დედაქალაქია მატურინი.
შტატის სამხრეთ-დასავლეთში ბევრი პლატო და სავანაა. ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელებულია დელტის სავანები, სადაც გაედინება რამდენიმე მდინარე. ჩრდილო-დასავლეთში წარმოდგენილია მთათა ჯგუფი. ლიანოსში კლიმატი ცხელია, მაგრამ ჩრდილოეთის მთიან არეალებში საკამაოდ ცივი.
მონაგასის შტატი წარსულში ნუევა-ანდალუსიის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც მოგვიანებით კუმანის პროვინცია ეწოდა. 1856 წელს მონაგასს პროვინციის სტატუსი მიენიჭა და ეწოდა მატურინის პროვინცია, 1864 წელს კი გაფორმდა როგორც მატურინის შტატი. 1891 წელს შევიდა დიდი ბერმუდესის შტატში, სადაც მის გარდა შედიოდნენ სუკრეს, ანსოატეგისა და ბოლივარის შტატები. 1901 წელს მონაგასმა კვლავ მოიპოვა ავტონომია მატურინის შტატის სახელით. 1904 წელს ის კვლავ კარგავს ამ სტატუსს და უერთდება ბერმუდესის შტატს.
საბოლოოდ, 1909 წელს მონაგასი გამოეყო ბარსელონის შტატს და ეწოდა ამჟამინდელი სახელი.
ეკონომიკური აქტივობის მთავარი დარგია ნავთობმოპოვება, რომლითაც საზრდოობს მრავალი ქალაქი. ასევე განვითარებულია მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მოყავთ კაკაო, ყავა, სიმინდი, პომიდორი, ბანანი, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ბრინჯი და ტროპიკული ხილი. შტატი საკმაოდ ტყიანია, შესაბამისად ხედება ხე-მასალის წარმოებაც.
ნავთობმოპოვების წყალობით, დედაქალაქი მატურინი არა მარტო შტატის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ვენესუელის კომერციული და საბანკო ცენტრია.
მონაგასის შტატი ადმინისტრაციულად 13 მუნიციპალიტეტად იყოფა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.