მეჰმედ I
From Wikipedia, the free encyclopedia
მეჰმედ I (ოსმ. محمد اول — Mehmed-i evvel , თურქ. Birinci Mehmet, Çelebi Mehmet; დ. დაახლ. 1387 — გ. 26 მაისი 1421) — ოსმალეთის სულთანი 1413-1421 წლებში. ბაიაზიდ I-ის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მოიგო ხანგრძლივი ბრძოლა ტახტის მემკვიდრეებს შორის და თითქმის მთლიანად დაშლილი იმპერია ჩაიბარა. მეჰმედ I-მა ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც თემურლენგის თავდასხმის შედეგად დაკარგეს. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც სამართლიან, მშვიდ, მშვიდობისმოყვარე და განათლებულ მმართველს. იგი საკმაოდ შემწყნარებელი იყო არამუსულმანების მიმართ. მფარველობდა ლიტერატურას, განსაკუთრებით პოეზიას.
სწრაფი ფაქტები ოსმალეთის მე-5 სულთანი, მმართ. დასაწყისი: ...
მეჰმედ I ჩელები | |
---|---|
![]() | |
ოსმალეთის მე-5 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1413 |
მმართ. დასასრული: | 26 მაისი, 1421 |
წინამორბედი: | ბაიაზიდ I |
მემკვიდრე: | მურად II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1381 |
დაბ. ადგილი: | ბურსა |
გარდ. თარიღი: | 26 მაისი, 1421 |
გარდ. ადგილი: | ედირნე |
შვილები: |
მეჰმედი, აჰმედი მურად II, კასიმი მუსტაფა, მაჰმუდი ორჰანი, იუსუფი სელჯუკ სულთანი, ჰანიმ სულთანი, ჰაფსა სულთანი, აიშე სულთანი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | ბაიაზიდ I |
დედა: | დევლეთ ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: |
|
დახურვა