მექსიკის რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მექსიკის რევოლუცია (ესპ. Revolución mexicana) – მექსიკის ისტორიის ყველაზე სისხლიანი პერიოდი. ამ დროს ქვეყანაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300 ათასიდან 2 მლნ-მდე მერყეობს. რევოლუცია დაიწყო პორფირიო დიასის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებით. მას შემდეგ რაც დიასმა მორიგ არჩევნებში თავი გამოცხადებულად გამოაცხადა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა ფრანსისკო მადერომ მოსახლეობას მოუწოდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ დიასის ხელისუფლების დასამხობად. აჯანყება დაიწყო 1910 წლის 20 ნოემბერს. 1911 წლის მაისში დიასის დიქტატურა დაემხო, თვით დიქტატორი კი საფრანგეთში გაიქცა. დროებითი პრეზიდენტი გახდა ფრანსისკო ლეონ დე-ლა-ბარა. ოქტომბერში მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს ფ. მადერო. თუმცა რევოლუცია ამით არ დასრულებულა. იგი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა.
მექსიკის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
მექსიკის კოლუმბამდელი ისტორია | |
აცტეკების დაპყრობა | |
კოლონიური პერიოდი | |
დამოუკიდებლობისათვის ომი | |
პირველი იმპერია | |
ტეხასის რევოლუცია | |
ამერიკა-მექსიკის ომი | |
რეფორმის ომი | |
მექსიკა-საფრანგეთის ომი | |
მეორე იმპერია | |
რევოლუცია | |
ტრაგიკული დეკადა | |
გვადალუპეს გეგმა | |
ვერაკრუსის ოკუპაცია | |
საპატისტური არმია | |
ხ • გ • რ |