From Wikipedia, the free encyclopedia
ტეხასის რევოლუცია ან იგივე ტეხასის ომი დამოუკიდებლობისათვის იყო შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკასა და მისი ერთ-ერთი შტატის – კოაუილა-ი-ტეხასის შემადგენელი ნაწილის – ტეხასის ახალმოსახლეთა შორის. ომი გრძელდებოდა 1835 წლის 2 ოქტომბრიდან 1836 წლის 21 აპრილამდე, მაგრამ ზღვაზე ბრძოლები 1840 წლამდე გაგრძელდა. დაპირისპირებები ტეხასის ამერიკელ მაცხოვრებლებსა (რომლებიც იქ მცხოვრებ მექსიკელებზე მეტნი იყვნენ) და მექსიკის მთავრობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 1835 წელს, მექსიკის პრეზიდენტმა, გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანამ გააუქმა 1824 წლის კონსტიტუცია და მიიღო ახალი, ანტი-ფედერალისტური კონსტიტუცია.
ახალი კონსტიტუცია მთელს მექსიკაში საკმაოდ არაპოპულარული აღმოჩნდა და მთელ რიგ შტატებში ძალადობისა და დაპირისპირების საფუძველი გახდა. ომმა კი ტეხასში იფეთქა, 1835 წლის 2 ოქტომბერს, გონსალესის ბრძოლით. ტეხასელებმა მალევე დიდ წარმატებებს მიაღწიეს ლა-ბაიასა და სან-ანტონიოს ბრძოლებში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, ამავე ადგილას სასტიკად დამარცხდნენ. ომი დამთავრდა სან-ხასინტოს ბრძოლით, სადაც ტეხასელთა არმისა მეთაურობდა გენერალი სემ ჰიუსტონი, რომელმაც მექსიკელთა ჯარები სასტიკად დაამარცხა. მიუხედავდა ამისა, ამ ბრძოლიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, სემ ჰიუსტონი დატყვევებულ იქნა. მაგრამ ყველაფერი მაინც იმით დამთავრდა, რომ 1836 წელს შეიქმნა ტეხასის რესპუბლიკა.
ახლადშექმნილ რესპუბლიკას მექსიკის მთავრობა არ სცნობდა და მასზე მუდმივ მუქარას ახორციელებდა. საბოლოოდ, 1845 წელს, ამერიკა-მექსიკის 1846-1848 წლის ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ტეხასის რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.