ტრაგიკული დეკადა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრაგიკული დეკადა – (ესპ. La decena trágica) ეწოდება მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 1913 წლის 9 თებერვლიდან 19 თებერვლამდე, მექსიკის რევოლუციის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ამ ყველაფრის კულმინაცია კი იყო სახელმწიფო გადატრიალება და პრეზიდენტ ფრანსისკო მადეროსა და მისი ვიცე-პრეზიდენტის – ხოსე მარია პინო სუარესის მკვლელობა.