From Wikipedia, the free encyclopedia
მედეა ვასილის ასული ჩახავა (დ. 15 მაისი, 1921, სერგიეთი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 7 სექტემბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955). საქართველოს სახალხო არტისტი (1960).
მედეა ჩახავა | |
---|---|
დაბადების სახელი | მედეა ჩახავა |
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1921 სერგიეთი, სენაკის მაზრა, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
7 სექტემბერი, 2009 (88 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) |
ნოდარ ჩხეიძე კოტე მახარაძე |
შვილ(ებ)ი |
თემურ ჩხეიძე, მაკა მახარაძე |
1943 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტი და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ლირიკულ-კომედიური მსახიობი. ჩახავას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ სახეებს. აღსანიშნავია ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს „ღრმა ფესვები“), ნადია (გორკის „მტრები“), გაიანე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლიდა პლახა (ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), ფეფელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ოფელია, მარგარიტა (შექსპირის „ჰამლეტი“, „რიჩარდ III“), მარია (გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ჭრიჭინა“ (ცქრიალა), „ბაში-აჩუკი“ (მელანო), „მანანა“ (მეეზოვე), „ნინო“ (ნინო), „გლახის ნაამბობი“ (თამრო), „მხიარული რომანი“ (სოფიო) და სხვ.
მედეა ჩახავას მინიჭებული ჰქონდა საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი. საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1] 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.