მახათაური
From Wikipedia, the free encyclopedia
მახათაური — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემში). მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, საჩხერიდან 11 კილომეტრი. სოფელში არის საბაზო სკოლა.[2]
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
მახათაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | არგვეთი |
კოორდინატები | 42°16′58″ ჩ. გ. 43°27′50″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
მოსახლეობა | 610[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია.