საუკუნე
From Wikipedia, the free encyclopedia
საუკუნე (ასწლეული) — დროის საზომი ერთეული, რომელსაც იყენებენ დროის დიდ შუალედთა აღრიცხვისათვის, შეიცავს 100 წელიწადს. ათი საუკუნე შეადგენს ათას წელს ანუ ათასწლეულს.
![]() |
ტერმინს „საუკუნე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საუკუნე (მრავალმნიშვნელოვანი). |
გრიგორიანულ კალენდარში არ არსებობს 0-ოვანი საუკუნე, საუკუნეების ათვლა იწყება I საუკუნიდან, ხოლო მის წინ არის ძვ. წ. I საუკუნე.