იმერეთის მხარე
მხარე საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას, ასევე ლეჩხუმის და გურიის რამდენიმე სოფელს. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ იმერეთი. |
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
იმერეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ქუთაისი |
შიდა დაყოფა | ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ქუთაისი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°10′00″ ჩ. გ. 42°59′00″ ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | ზვიად შალამბერიძე[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6516 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 533 906 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 81,9 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,32 %[2] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,81 %[3] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | http://imereti.gov.ge/ |
დახურვა