მარია მაგდალინა ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია მაგდალინა ავსტრიელი (გერმ. Maria Magdalina von Österreich, იტალ. Maria Maddalena d'Austria; დ. 7 ოქტომბერი 1589, გრაცი, ავსტრია — გ. 1 ნოემბერი 1631, პასაუ, ბავარია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი ცოლის, მარია ანა ბავარიელის უმცროსი ქალიშვილი. 1608 წელს ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო II მედიჩის, რომელთანაც 8 შვილი შეეძინა. 1621 წელს, კოზიმოს გარდაცვალების შემდეგ, იგი თავის დედამთილ კრისტინა ლოთარინგიელთან ერთად გახდა თავისი ვაჟის ფერდინანდო II-ის რეგენტი. რეგენტის სტატუსის შეჩერების შემდეგ, 1628 წელს იგი პასაუში თავის ძმასთან გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა.
სწრაფი ფაქტები მარია მაგდალინა ავსტრიელი, ტოსკანის დიდ ჰერცოგინია ...
მარია მაგდალინა ავსტრიელი | |
---|---|
ტოსკანის დიდ ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 17 თებერვალი 1609 |
მმართ. დასასრული: | 28 თებერვალი 1621 |
წინამორბედი: | კრისტინა ლოთარინგიელი |
მემკვიდრე: | ვიტორია დელა როვერე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ოქტომბერი 1589 |
დაბ. ადგილი: | გრაცი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 1 ნოემბერი 1631 (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | პასაუ, ბავარია |
მეუღლე: | კოზიმო II მედიჩი |
შვილები: |
ფერდინანდო II, ტოსკანის ჰერცოგი კარდინალი ჯან კარლო მარგერიტა, პარმის ჰერცოგინია მატაისი, სიენის გრაფი ფრანჩესკო მედიჩი ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ლეოპოლდო, სიენის გრაფი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი |
დედა: | მარია ანა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა