კარლ II (გერმ. Karl II. Franz von Innerösterreich; დ. 3 ივნისი, 1540, ვენა — გ. 10 ივლისი, 1590, გრაცი) — შუა ავსტრიის ერცჰერცოგი 1564–1590 წლებში, შტირიელი ჰაბსბურგების წარმომადგენელი (შტირია იყო შუა ავსტრიის საჰერცოგოს ცენტრი), საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, ანა იაგელონის ვაჟი.
თავდაპირველად ჰერცოგი პროტესტანტებს ლმობიერად ექცეოდა. 1572 წელს კარლ II-მ დააკანონა რწმენის თავისუფლება და გრაცი გახდა პროტესტანული მოძრაობის ცენტრი შუა ავსტრიაში. თუმცა 1573 წელს მან იეზუიტები მოიწვია, რომლებმაც 1586 წელს დააარსეს გრაცის კათოლიკური უნივერსიტეტი. კარლ II-ის შვილმა და მემკვიდრემ, ფერდინანდ II-მ გააგრძელა პროტესტანტებთან ბრძოლა და გააძევა პროტესტანტიზმის მქადაგებლები შტირიიდან.
ოჯახი
1571 წელს ის დაქორწინდა თავის დისშვილზე, ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის ქალიშვილზე, მარია ანა ბავარიელზე. მათ ჰყავდათ 15 შვილი:
- ფერდინანდი (1572)
- ანა (1573–1598) — პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის ცოლი.
- მარია კრისტინა (1574—1621) — ჟიგმონდ ბატორის პირველი ცოლი.
- კატარინა რენეტა (1576—1595)
- ელიზაბეთი (1577—1586)
- ფერდინანდ II (1578—1637) — საღვთო რომის იმპერატორი
- კარლი (1579—1580)
- გრეგორია მაქსიმილიანა (1581—1597)
- ელეონორა (1582—1620) — მონაზონი
- მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი (1583—1616) — ერცჰერცოგი
- მარგარეტი (1584—1611) — ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ცოლი.
- ლეოპოლდ V (1586—1632) — ავსტრიის ერცჰერცოგი.
- კონსტანცია (1588—1631) — პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ის მეორე ცოლი.
- მარია მაგდალინა (1589—1631) — კოზიმო II მედიჩის ცოლი.
- კარლ ავსტრიელი (1590—1624) — ეპისკოპოსი.
ლიტერატურა
- Doran, Susan (1996). Monarchy and Matrimony: The Courtships of Elizabeth I. Routledge.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.