From Wikipedia, the free encyclopedia
მალაკალი (ინგლ. Malakal, არაბ. ملكال) — ქალაქი სამხრეთ სუდანში. ზემო ნილოსის შტატის დედაქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
მალაკალი ინგლ. Malakal არაბ. ملكال | |
ქვეყანა | სამხრეთი სუდანი |
შტატი | ზემო ნილოსი |
კოორდინატები | 09°32′00″ ჩ. გ. 31°39′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 385 მ |
მოსახლეობა | 139 434 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ დინკას, ნუერისა და შილპუკის ხალხი.
1970 წლის აგვისტოში ქალაქის შემოგარენში ჩამოვარდა მეტეორიტი-ჰონდრიტი წონით 2000 გრამი, რომელმაც სახელად მიიღო Malakal[1].
2006 წლის ნოემბრის ბოლოს ქალაქში მოხდა შეჯახება სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და სუდანის განთავისუფლების სახალხო არმიას შორის, რომლის შედეგადაც დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე ასეული დაიჭრა. ეს ინციდენტი გახდა ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის 2005 წლის ნაივაშის შეთანხმების დადების მომენტიდან, რომელიც ეხება სუდანის მეორე სამოქალაქო ომის დამთავრებას[2][3].
2011 წლის თებერვლის დასაწყისში, სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე, ქალაქში მოხდა შეჯახებები სუდანის ფედერალური არმიის ჯარისკაცებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე სამხედრო, ასევე დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა[4]. 5 თებერვალს გამოცხადდა, რომ, დაზუსტებული მონაცემებით, ურთიერთსროლის დროს დაიღუპა არანაკლებ 20 ადამიანი, ბავშვების ჩათვლით. თვითონ კონფლიქტი მოხდა არმიის ქვედანაყოფების სამხრეთულად და ჩრდილოეთურად გაყოფის ნიადაგზე სამხრეთ სუდანის რეფერენდუმის გამო, რადგანაც მალაკალიში დისლოცირებული სუდანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მსახურობდა ბევრი სამხრეთ რეგიონებში მცხოვრები, რომლებიც ადრე ჯარში მიღებული იყვნენ სახალხო რაზმებიდან და ატარებდნენ საბრძოლო ოპერაციებს ჩრდილოელთა მხარეს სამოქალაქო ომის დროს, და მათმა ნაწილმა უარი თქვა გადასულიყვნენ სუდანის ჩრდილოეთ ვილაეთებში. დაპირისპირების დროს სროლა მიმდინარეობდა ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. დევნილების საქმეების გაეროს უმაღლესი კომისარის სამმართველოს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლის ცნობით, ამ ინციდენტის შედეგად, სუდანელ ჯარისკაცებთან ერთად, დაიღუპა ორი ბავშვი და სატვირთო ავტომობილის მძღოლი[5]. 6 თებერვლის ინფორმაციით ამ კონფლიქტში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 30 ადამიანამდე[6].
ქალაქი მდებარეობს მდინარე თეთრი ნილოსის ნაპირზე, მის მდინარე სობატთან შეერთების ადგილიდან ჩრდილოეთით.
მალაკალიში კლიმატი — სუბეკვატორულია, ტიპური სავანებისათვის, მკაფიოდ გამოხატული ნოტიო და მშრალი სეზონებით. წელიწადში ნალექები მოდის 785 მმ. ქალაქში წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 26,5 გრადუსს. ნოტიო სეზონი დგება მაისში და გრძელდება ოქტომბრამდე.
ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დინკას, ნუერის და შილუკის ხალხის წარმომადგენელია, რომელთა შორის ზოგჯერ ხდება შეტაკებები ეთნიკურ და სოციალ-ეკონომიკურ ნიადაგზე[7].
2010 წლის შეფასებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 139 434 ადამიანს[8].
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1973 (აღწერა) | 34 894 |
1983 (აღწერა) | 33 738 |
1993 (აღწერა) | 72 000 |
2010 (შეფასება) | 139 434 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.