მადაგასკარი — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, კუნძულის დასავლეთი სანაპირო გაშენებულია მოზამბიკის სრუტის სანაპირო ზოლში. მადაგასკარი მსოფლიოს მეოთხე კუნძულია ფართობის მხრივ.[1] უმაღლესი წერტილია მთა მარუმუკუტრუ (2876 მ), რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ცარატანანის მთის მასივში. დედაქალაქი ანტანანარივუ განლაგებულია ჰაუტსის პლატოებში, კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. მადაგასკარის ფართობი შეადგენს 587 040 კვადრატულ კილომეტრს, საიდანაც 581 540[1] კვადრატული კილომეტრი არის ხმელეთი და 5500 კვადრატული კილომეტრი უკავია წყალს.
მადაგასკარი აღმოცენებულია უძველესი გონდვანის კონტინენტისგან. მისი დასავლეთი სანაპირო ზოლი ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც აფრიკა გამოეყო გონდვანის კონტინენტს 135 მილიონი წლის წინ. მადაგასკარი საბოლოოდ მოწყდა ინდოეთს 88 მილიონი წლის წინ.[2]
მადაგასკარის ტერიტორია იყოფა ხუთ გეოგრაფიულ რეგიონად: აღმოსავლეთი სანაპირო, ცარატანის მასივი, ცენტრალური ზეგანი, დასავლეთი სანაპირო და სამხრეთ-დასავლეთი. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, რომლებიც მეტწილად ინდოეთის ოკეანის აუზს განეკუთვნებიან.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.