From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი XVI დე ბურბონი (ფრანგ. Louis XVI de Bourbon; დ. 23 აგვისტო, 1754, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 21 იანვარი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1774-1791 და ნავარის მეფე 1774-1789 წლებში. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი.
ლუი XVI | |
---|---|
Louis XVI de Bourbon | |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 11 ივნისი, 1775 |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი 1774 |
მმართ. დასასრული: | 4 სექტემბერი 1791 |
წინამორბედი: | ლუი XV |
მემკვიდრე: | მონარქია გაუქმდა, ეროვნული კონვენტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 აგვისტო, 1754 |
დაბ. ადგილი: | ვერსალის სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 21 იანვარი 1793 |
გარდ. ადგილი: | ვერსალის სასახლე, საფრანგეთი |
მეუღლე: | მარი ანტუანეტა |
შვილები: |
მარი ტერეზი ლუი XVII |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი, საფრანგეთის დოფინი |
დედა: | მარია ჟოზეფა საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
გამეფდა მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომლის გადალახვასაც შეეცადა ან რობერ ჟაკ ტიურგოსა და ჟაკ ნეკერის რეფორმებით. მაგრამ პრივილეგირებულმა წოდებებმა აიძულეს ლუი XVI უარი ეთქვა რეფორმებზე და გადაეყენებინა ნეკერი. კრიზისის შემდგომი გამწვავების გამო მეფემ 1788 წელს დააბრუნა ნეკერი და მეორე წელს მოიწვია გენერალური შტატები. ხელს უშლიდა გენერალური შტატების ჯერ ეროვნულ, ხოლო შემდეგ დამფუძნებელ კრებად გადაქცევას, მაგრამ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების შემდეგ იძულებული იყო ფორმალურად ეცნო დამფუძნებელი კრება და დაემტკიცებინა მისი მთელი რიგი დეკრეტები. ამავე დროს ლუი XVI საიდუმლოდ ამზადებდა კონტრრევოლუციურ გადატრიალებას, მარი ანტუანეტთან ერთად ესწრაფვოდა ავსტრიისა და პრუსიის შეიარაღებულ გამოსვლას რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. 1791 წელს შეეცადა გაქცეულიყო საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად, მაგრამ საზღვარზე იცნეს და დატყვევებული დააბრუნეს პარიზში. 1792 წლის 10 აგვისტოს აჯანყების შედეგად ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს, კონვენტმა გაასამართლა და 1793 წლის 21 იანვარს მისივე ბრძანებით დამტკიცებული გილიოტინით სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯის წინ ლუიმ ჯალათს ჰკითხა: „ლაპერუზისგან რამე ხომ არ ისმის?“. ახალი ამბები არ ჩანდა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.