გილიოტინა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
გილიოტინა (ფრანგ. Guillotine) — სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ეგრეთ წოდებული რევოლუციის მტრების დასასჯელად. სწორედ გილიოტინით დასაჯეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI. სავარაუდოდ მხოლოდ ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით. გილიოტინის მასიური გამოყენება უკავშირდება მაქსიმილიან რობესპიერის სახელს და მის მიერ დამყარებულ დიდ ტერორს. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად რობესპიერიც გილიოტინით დასაჯეს. მსგავსი მექანიზმით მოქმედ მანქანას მანამდეც იყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში. XVIII საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის ჯოზეფ გილიოტინის წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს.
გილიოტინა ერთ-ერთი სიმბოლოა საფრანგეთის რევოლუციისა და მისი სისასტიკის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ის ხმარებიდან არ ამოუღიათ. მისი მეშვეობით სიკვდილმისჯილების დასჯა რამდენიმე ქვეყანაში კიდევ მიმდინარეობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.