From Wikipedia, the free encyclopedia
კოჭბაანი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბოტკო, გორანა, იკლივგორანა, ოთარაანი, სასადილო, ხინჭები). ზღვის დონიდან 960 მეტრი, საგარეჯოდან 65 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
კოჭბაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | კოჭბაანი |
კოორდინატები | 41°53′15″ ჩ. გ. 45°07′42″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მ |
მოსახლეობა | 132[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ზაფხულში ლაშქრითურთ ივრის ხეობაში გამოუვლია. მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლისას მეფეს წყალი კოჭებამდე მისწვდენია. „მეფეს კოჭი დაებანაო“, - უთქვამთ და ადგილისათვის კოჭბაანი დაურქმევიათ.
სოფელში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში) მოწმობს, რომ აქ ადამიანი უკვე ბრინჯაოს ხანიდან სახლობდა.
კოჭბაანის მიდამოები, კერძოდ, იალნოს მთები, მოხსენიებულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „ივანე კოტორაშვილის ამბავი“. მოთხრობის მიხედვით, ივანემ სწორედ იალნოს მთის ძირში, ციცაბო კლდის თავზე მდგომ კვირიკეს ეკლესიაში, კომბლით ამოხოცა დამალული ორმოცი ლეკი.
1976 წლიდან 1986 წლამდე აქ მოსახლე ფშაველების თაოსნობით, იმართებოდა სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“, ახალგაზრდების თაოსნობით კი - „ფშავ-ხევსურული ლექსის ზეიმი“.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.