![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/%25E1%2583%25A9%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2595%25E1%2583%2598_%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%25AC%25E1%2583%2590%25E1%2583%25AE%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598.jpg/640px-%25E1%2583%25A9%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2595%25E1%2583%2598_%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%25AC%25E1%2583%2590%25E1%2583%25AE%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598.jpg&w=640&q=50)
კოწახურისებრნი
ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი / From Wikipedia, the free encyclopedia
კოწახურისებრნი (ლათ. Berberidaceae) — ყვავილოვან მცენარეთა ოჯახი. ოჯახი თავის მხრივ მიეკუთვნება ბაიასებრთა რიგს და ორლებნიანთა კლასს. ბალახოვანი ან მერქნიანი მცენარეებია, ყვავილები ორსქესიანია. ყვავილსაფარში ჯამი და გვირგვინი ყოველთვის არ არის გამოყოფილი. მტვრიანები თავისუფალია, ნასკვი ზედაა. ფოთლები მთლიანია ან ფრთისებრრთული. ნაყოფი მშრალია ან კენკრა.
სწრაფი ფაქტები კოწახურისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კოწახურისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჩვეულებრივი კოწახური | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Berberidaceae Juss. (1789) | ||||||||||||||
|
დახურვა
სულ ცნობილია ამ ოჯახის 15 გვარის 570 სახეობა. საქართველოში გავრცელებულია გვარები Berberis — 2-3 სახეობით, Gymnospermium — 1 სახეობით, Epimedium — 3 სახეობით და Bongardia — 1 სახეობით.