კოშიცე
From Wikipedia, the free encyclopedia
კოშიცე (სლოვაკ. Košice, გერმ. Kaschau, უნგრ. Kassa, რუს. Ко́шицы) — ქალაქი სლოვაკეთში. კოშიცეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჰორნადის ხეობაში, სლოვაკეთის მადნიანი მთების ძირში. 240,000 ათასი მცხოვრები (2011), მოსახლეობის რაოდენობით სლოვაკიის მეორე ქალაქი. სატრანსპორტო კვანძი. შავი მეტალურგის ცენტრი. მძიმე მანქანათმშენებლობა, მაგნეზიტის დამუშავება, კვების, სამკერვალო, ხის დასამუშავებელი მრეწველობა. არის უნივერსიტეტი. კოშიცეში არის სლოვაკეთის გოთური არქიტექტურის ცნობილი ძეგლი - ქვის კვეთილობით მდიდრულად შემკული წმ. ელისაბედის ტაძარი (1382-1499), წმ. მიხეილის გოთური კაპელა (XIV საუკუნის II ნახევარი), დომინიკელთა ეკლესია და მონასტერი (XIV-XVIII), ბაროკოს სტილის რატუშა (1756), კლასიციზმის სტილის სასახლეები და საზოგადოებრივი შენობები. 1940-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს ფართო საბინაო მშენებლობა.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოშიცე სლოვაკ. Košice | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
შიდა დაყოფა | კოშიცე I-ის რაიონი, კოშიცე II-ის რაიონი, კოშიცე III-ის რაიონი და კოშიცე IV-ის რაიონი | ||||
კოორდინატები | 48°43′00″ ჩ. გ. 21°15′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Jaroslav Polaček, Richard Raši, František Knapík, Zdenko Trebuľa, რუდოლფ შუსტერი, Rudolf Bauer და Ján Kopnický | ||||
დაარსდა | 1230[1] | ||||
პირველი ხსენება | 1230 | ||||
ფართობი | 242.33 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 211 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 229 040 (1 იანვარი, 2021)[2] [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, UTC+2 და ცენტრალური ევროპის დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 055 | ||||
საფოსტო ინდექსი | 040 00 | ||||
საავტომობილო კოდი | KE | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.kosice.sk/ | ||||