მეტალურგია
From Wikipedia, the free encyclopedia
მეტალურგია (ძვ. ბერძნ. μεταλλουργέω [metallurgeo] — „მოვიპოვებ მადანს“, „ვამუშავებ ლითონებს“) — მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის დარგი, რომელიც მოიცავს მადნისაგან ან სხვა მასალისაგან ლითონისა და მისგან ნამზადების მიღების პროცესს. იგი აერთიანებს წარმოების სხვადასხვა სახეობას. მადნის წინასარ მომზადებას დნობისათვის, მისი დნობის პროცესს, ქიმიური შემადგენლობისა და სტრუქტურის შეცვლით ლითონისა და შენადნობებისათვის სათანადო თვისებების მინუჭების პროცესებს, აგრეთვე ლითონისაგან სხვადასხვა ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიას. ლითონებისა და შენადნობების შემადგენლობას, აგებულებასა და თვისებებს შორის კავშირს იკვლევს ლითონმცოდნეობა (ლითონგრაფია).
თანამედროვე ტექნოლოგიაში მეტალურგიას ყოფენ შავ და ფერად მეტალურგიად. შავ მეტალურგიას მიაკუთვნებენ რკინისა და მისი შენადნობების (ფოლადს, თუჯს, აგრეთვე ფეროშენადნობების წარმოებას. ფერადი მეტალურგია მოიცავს ყველა დანარჩენი ლითონის წარმოებას.