From Wikipedia, the free encyclopedia
ქურა — ლითონის გამოსადნობი, გადასადნობი, გასახურებელი, მინის სალღობი, კერამიკული ნაკეთობების გამოსაწვავი ღუმელი. ქურა თავღია, აგურით ამოვსებული ფოლადის სათავსოა, მას გვერდით კედლებში ჰაერის მისაწოდებელი ნახვრეტები — ქშინები — აქვს. ქვის აირადი პროდუქტები ქურის ღია თავიდან ან გამწოვი მილით გადის. ქურა მუშაობს ხის ნახშირით, კოქსით, ნავთობით ან აირით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 %-ს არ აღემატება.
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ლითონდამსხმელი ქურების ნაშთები აღმოჩენილია ამირანის გორაზე (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა), წაღვერის სახელოსნოში, ნაცარგორაზე. ასევე დიდი მეტალურგიული კომპლექსი გათხრილია მეწმორის ბორცვზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პოუნქტში შესწალილია ძვ. წ. IX-ახ. წ. XVII-XVIII საუკუნეების ცივი ბერვის რკინის საწურიქურა-სახელოსნოთა ნაშთები. სახელოსნო შედგებოდა მადნის გამოსაწავავი დიდი ქურისა და ორსექციიანი პატარა ქურისაგან, რომელშიც ხდებოდა რკინის გაწურვა (ზედა სექცია), ნახშირში მისი აღდგენა და გუნდის სახით დაგროვება (ქვედა სექცია). ჰაერის ნაკადს საბერველით აწოდებდნენ. რკინის გამოდნობა მაგნეტიტური ქვიშებიდან სავარაუდოა ყულევისა და ანასეულის წინანატიკური ხანის სახელოსნოთა ქურებში. საქართველოს სხვადასხვა ადგილას გამოვლენილია წინაანტიკური ხანის, ანტიკური ხანის, X-XI საუკუნის და XIX საუკუნის ლითონის სადნობი ქურა-სახელსნოთა ნაშთები. მათგან მნიშვნელოვანია ქვემო ქედის სახელოსნო, სარკინე ბამბების ნამოსახლარი, წედისის სახელოსნოები.
უძველესი სამეთუნეო ქურის ნაშთი კავკასიაში შემორჩენიილა ყუბანის დოლმენური კულტურიდან. კერამიკული სახელოსნოები შესწავლილია ხოვლეგორის ნამოსახლართან, სადაც წარმოება ცალკე დარგად იყო გამოყოფილი. სამეთუნეო ქურების ნაშთები აღმნოჩენილია კახეთში, ხირსაში, კარსნისხევში, თბილისში, დმანისის ნაქალაქარზე, თელავში, ახალქალაქში, ჟინვალის ნაქალაქარზე, თრანში.
მინის სადნობი ღუმელების (თაკარების) ნაშთები შესწავლილია ორბეთთან და ნატბეურში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.