From Wikipedia, the free encyclopedia
კლაუდია შეინბაუმ პარდო (ესპ. Claudia Sheinbaum Pardo; დ. 24 ივნისი, 1962) — მექსიკელი მეცნიერი და პოლიტიკოსი, მეხიკოს მთავრობის მეთაური და გარემოსდამცველი. მექსიკის პრეზიდენტი 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. 2007 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ერთ-ერთი კოლექტიური გამარჯვებული, როგორც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის წევრი. 2018 წლის 1 ივლისს აირჩიეს მეხიკოს მერად მემარცხენე ნაციონალური აღორძინების მოძრაობიდან და კოალიციიდან Juntos Haremos Historia. პირველი ქალი და ებრაული წარმომავლობის ადამიანი, რომელიც მეხიკოს მერის თანამდებობას იკავებდა.[1]
კლაუდია შეინბაუმი | |
მექსიკის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 1 ოქტომბერი, 2024 |
წინამორბედი | ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი |
მეხიკოს მთავრობის მეთაური | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 დეკემბერი, 2018 – 16 ივნისი, 2023 | |
წინამორბედი | ხოდე რამონ ამიევა |
მემკვიდრე | მარტი ბატრესი |
ტლალპანის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი, 2015 – 6 დეკემბერი, 2017 | |
წინამორბედი | ექტორ უგო ერნანდეს როდრიგესი |
მემკვიდრე | ფერნანდო ერნანდეს პალასიოსი |
დაბადებული | 24 ივნისი, 1962 მეხიკო, მექსიკა |
მეუღლე | კარლოს ხისპერტი |
შვილები | 2 |
განათლება | მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
შეინბაუმს აქვს დოქტორის ხარისხი ინჟინერია-ენერგეტიკის სფეროში, 100-ზე მეტი სტატიისა და ორი წიგნის ავტორი ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადობის საკითხებზე. 2000-2006 წლებში მეხიკოს ადგილობრივ მთავრობაში იკავებდა გარემოს დაცვის მდივნის (მინისტრი) თანამდებობას, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მერობის დროს. ტლალპანის მერი 2015-2017 წლებში. 2018 წელს მოხვდა „BBC-ის 100 ქალის“ სიაში.[2]
კლაუდია შეინბაუმ პარდო დაიბადა მეხიკოში ებრაულ ოჯახში. მისი ბებია და ბაბუა ემიგრაციაში წავიდნენ მეხიკოში ლიტვიდან (მამის მშობლები — აშკენაზები — 1920-იან წლებში) და ბულგარეთიდან (დედის მშობლები — სეფარდები — 1940-იანი წლების დასაწყისში, ჰოლოკოსტიდან გაქცეულები). მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი საერო იყო, ოჯახის წევრები ყველა ებრაულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შეინბაუმის ორივე მშობელი მეცნიერია: ქიმიური ინჟინერი კარლოს შეინბაუმ იოსელევიცი და ბიოლოგი ენი პარდო სემო, ამჟამად მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. მისი ძმა ფიზიკოსია.[3]
შეინბაუმი სწავლობდა ფიზიკას მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM), სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი (1989), შემდეგ მაგისტრის ხარისხი (1994) და დოქტორის ხარისხი (1995). ოთხი წლის განმავლობაში (1991-1994 წწ.) დაასრულა სადოქტორო დისერტაცია ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც მან გააანალიზა ენერგიის გამოყენება მექსიკის ტრანსპორტში, გამოაქვეყნა კვლევა მექსიკაში ელექტროენერგიის გამოყენების ტენდენციების შესახებ და მოიპოვა დოქტორის ხარისხი ენერგეტიკასა და ფიზიკაში.
1995 წელს მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა UNAM-ის საინჟინრო ინსტიტუტში. იყო საინჟინრო ინსტიტუტის მკვლევარი და არის ეროვნული კვლევის სისტემისა და მექსიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1999 წელს მიიღო UNAM-ის საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევრის ჯილდო საინჟინრო და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის.
2006 წელს ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობის შემდეგ, შეინბაუმი დაბრუნდა UNAM-ში და განაგრძო სტატიების გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალებში.
2007 წელს იგი შეუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელს (IPCC) ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროში. იგი იყო ავტორი თემისა „კლიმატის ცვლილების შერბილება“ IPCC-ის მეოთხე შეფასების ანგარიშისთვის. იმავე წელს ჯგუფმა მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 2013 წელს იგი დარგის 11 სხვა ექსპერტთან ერთად იყო IPCC-ის მეხუთე შეფასების ანგარიშის თანაავტორი.[4][5]
მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში სწავლისას იყო უნივერსიტეტის სტუდენტთა საბჭოს წევრი, რომელმაც მოგვიანებით დააარსა მექსიკის დემოკრატიული რევოლუციის პარტიის (PDR) ახალგაზრდული მოძრაობა.
2000 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა მეხიკოს მთავრობის მეთაურის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის კაბინეტში. მისი მმართველობის პერიოდში იგი პასუხისმგებელი იყო მეხიკოში მანქანების ელექტრონული რეგისტრაციის ცენტრის შექმნაზე, ასევე მეტრობუსის ექსპრეს-ავტობუსის დანერგვასა და მექსიკის მეორე დონის მშენებლობის ზედამხედველობაზე.
2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე — გაეროს განვითარების პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
ლოპეს ობრადორმა შეინბაუმი შეიყვანა მის მიერ შემოთავაზებულ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამდივნოს კაბინეტში. 2014 წელს გახდა ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც დაშორდა მექსიკის მმართველ მემარცხენე პარტიას, დემოკრატიული რევოლუციის პარტიას და მიჰყვა ლოპეს ობრადორს, რომელმაც შექმნა ახალი ეროვნული რენესანსის მოძრაობა (MORENA). 2015 წელს მსახურობდა გარემოს დაცვის მდივნის თანამდებობაზე.
2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა ტლალპანის მეტროპოლიტენს (სამხრეთ-დასავლეთ მეხიკო). გადადგა მას შემდეგ, რაც მეხიკოს მერად წარადგინა კოალიციამ „Juntos Haremos Historia“ (ერთად შევქმნით ისტორიას), რომელიც შედგება ეროვნული აღორძინების მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და სოციალური სოლიდარობის პარტიისგან.
საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატის ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის გამარჯვების პარალელურად, მისი თანამოაზრე შეინბაუმი 2018 წლის 1 ივლისს მეხიკოს მერად ექვსი წლის ვადით აირჩიეს. კამპანიის დროს შეინბაუმს მემარჯვენე ნაციონალური სამოქმედო პარტია ადანაშაულებდა დაწყებითი სკოლის დანგრევაში, რომელიც დაზიანდა 2017 წლის 7,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად და 19 ბავშვი ემსხვერპლა. იგი გახდა მეხიკოს პირველი არჩეული ქალი და მისი პირველი ებრაელი მერი.[6]
2019 წლის ივნისში მან გამოაცხადა ახალი ექვსწლიანი გარემოსდაცვითი გეგმა. იგი მოიცავს ჰაერის დაბინძურების 30 %-ით შემცირებას, 15 მილიონი ხის დარგვას, ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვას და გადამუშავების ხელშეწყობას, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას, წყლის მიწოდებას ყველა სახლისთვის, 100 კილომეტრიანი დერეფნების მშენებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსკლუზიური გამოყენებისთვის, მზის წყლის გამაცხელებლებისა და მზის პანელების მშენებლობას.
2019 წლის სექტემბერში შეინბაუმმა გამოაცხადა 40 მილიარდი პესოს (2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიცია მეხიკოს მეტროს განახლებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის მეტროს განახლება, ახალი მატარებლები, სადგური და ესკალატორის გაუმჯობესება, ავტომატიზაცია, მომხმარებლის ინფორმაცია და გადახდის სისტემები.[7]
1986 წელს მან გაიცნო პოლიტიკოსი კარლოს ხისპერტი, რომელზეც დაქორწინებული იყო 1987 წლიდან 2016 წლამდე. მას ჰყავს ქალიშვილი ამ ქორწინებიდან (მარიანა, დაბადებული 1988 წელს, 2019 წელს სწავლობდა ფილოსოფიის დოქტორანტურაში კალიფორნიის უნივერსიტეტში) და ასევე გახდა როდრიგო იმას ალარკონის დედინაცვალი (დაიბადა 1982 წელს, ამჟამად კინორეჟისორი).[8]
შეინბაუმი ავტორია 100-ზე მეტი სტატიის და ორი წიგნისა ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადობის საკითხებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.