Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პესო, პეზო (ესპ. peso, სიტყვასიტყვით — წონა < ლათ. pensum — აწონილი), ესპანური ვერცხლის მონეტა მოჭრა დაიწყო XVI საუკუნეში, კარლ V-ის დროს და გრძელდებოდა 1868 წლის ჩართვით, იჭრებოდა 8,4 და 2 რეალის ღირებულებისა. თავდაპირველად პესო ერქვა ვერცხლის თანაბარი ზომის ნაჭრებს, რომლებსაც ესპანელები ამერიკის დაპყრობილ ტერიტორიაზე ფულის ნაცვლად ხმარობდნენ. პესო იჭრებოდა როგორც ესპანეთის, ისე ამერიკის კოლონიების ზარაფხანებში. ევროპაში მას პისტრს უწოდებდნენ. პესოს შუბლზე გამოსახულია საგერბო ფარი, ზარაფხანის აღმნიშვნელი სათინური ასოები და ნომინალური ღირებულება. გარშემოვლებული ლათინური ზედწერილით გადმოცემულია ესპანეთის მეფის სახელი, ტიტულატურა და მონეტის მოჭრის თარიღი. ზურგზე გამოსახულია ჯვარი, რომლის ტოტებს შორის ჩასმულია კასტილიისა და ლეონის გერბები. ზედწერილი აგრძელებს შუბლის წარწერას.
საქართველოში გავრცელდა XVI საუკუნის II ნახევრისა და XVII საუკუნის ესპანეთის მეფეების ფილიპე II-ის (1598-1621) და ფილიპე IV-ის (1621-1665) სახელით მოჭრილი პესოები. აღმოჩენილია როგორც განძების (ახალციხი, ოზურგეთი, ოტობაია, ურთა, უდე), ისე ერთეულების (ლეხაინდრავო, მელექედური, ქუთაისი) სახით.
პესო არგენტინის, ბოლივიის, დომინიკელთა რესპუბლიკის, კოლუმბიის, კუბის, მექსიკის, პარაგვაის, ურუგვაის, ჩილესა და ფილიპინების თანამედროვე ფულადი ერთეული და მონეტა.
ქვეყნები | ვალუტა | ISO 4217 კოდი |
---|---|---|
არგენტინა | არგენტინული პესო | ARS |
ჩილე | ჩილეს პესო | CLP |
კოლუმბია | კოლუმბიური პესო | COP |
კუბა | კუბური პესო | CUP |
დომინიკელთა რესპუბლიკა | დომინიკელთა რესპუბლიკის პესო | DOP |
მექსიკა | მექსიკური პესო | MXN |
ფილიპინები | ფილიპინური პესო | PHP |
ურუგვაი | ურუგვაული პესო | UYU |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.