კახეთის ქედიქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთისა და კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტზე და მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფია. 40 კმ სიგრძის მერიდიანული ეროზიული ქედი. შახვეტილას მთამდე კახეთის ქედი აგებულია მეზოზოური ასაკის ტერიგენული წყებებით. ფართო გაგებით კახეთის ქედი მოიცავს გომბორის ქედსაც და მისი მთლიანი სიგრძე 145 კმ აღწევს. კახეთის ქედი გამოეყოფა ქართლის ქედს 3279 მ სიმაღლის გიორგი ანწუხელიძის მწვერვალთან. მიემართება ზოგადად სამხრეთ-დასავლეთისკენ და წარმოადგენს მდინარეების ფშავის არაგვისა და ალაზნის, შემდეგ ივრისა და ალაზნის და ბოლოს ივრისა და ილტოს წყალგამყოფს. ქედის თხემზე აღმართულია მთები ლაგაის მთა, გარეჯა, მუხათი, დამასტი, დიდიველევი, მოკასტეხე. კახეთის ქედის უღელტეხილზე გადადის თიანეთ-ახმეტის გზა. ჩრდილოეთი ქედის ნახევრის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზემო — სუბალპური და ალპური ბალახეულით, სამხრეთი ნახევარი ფართოდოთლოვანი ტყით. ქედის კალთების ქვედა ნაწილში ვენახებია გაშენებული.

სწრაფი ფაქტები კახეთის ქედი ...
კახეთის ქედი
კოორდინატები: 42°15′12″ ჩ. გ. 45°06′43″ ა. გ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
კახეთის მხარე
უმაღლესი წერტილი ლაგაის მთა
სიმაღლე 2595 
სიგრძე 145 კმ
Thumb
კახეთის ქედი
Thumb
კახეთის ქედი
დახურვა

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.