იტალიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
კარლო ანჩელოტი (იტალ. Carlo Ancelotti; დ. 10 ივნისი, 1959, რეჯოლო) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთის მწვრთნელად.[1][2][3] ანჩელოტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, რომელმაც მწვრთნელის რანგში ხუთჯერ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ „მილანში“) სამჯერ მადრიდის „რეალში“). როგორც ფეხბურთელმა, მან ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი „მილანთან“ ერთად 1989 და 1990 წლებში, რითაც გახდა შვიდი ადამიანიდან ერთ-ერთი, ვინც ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. ანჩელოტი ასევე არის პირველი და ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში შეძლო ტიტულების მოპოვება.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლო ანჩელოტი | ||
დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 1959 | ||
დაბადების ადგილი | რეჯოლო, იტალია | ||
სიმაღლე | 179 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1973–1975 | რეჯოლო | ||
1975–1976 | პარმა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1976–1979 | პარმა | 55 | (13) |
1979–1987 | რომა | 171 | (12) |
1987–1992 | მილანი | 112 | (10) |
სულ | 338 | (35) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1981–1991 | იტალია | 26 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–1996 | რეჯანა | ||
1996–1998 | პარმა | ||
1999–2001 | იუვენტუსი | ||
2001–2009 | მილანი | ||
2009–2011 | ჩელსი | ||
2011–2013 | პარი სენ-ჟერმენი | ||
2013–2015 | რეალ მადრიდი | ||
2016–2017 | ბაიერნი | ||
2018–2019 | ნაპოლი | ||
2019–2021 | ევერტონი | ||
2021– | რეალ მადრიდი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სათამაშო კარიერის გამნავლობაში კარლო ანჩელოტი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 26 შეხვედრა და მონაწილეობა მიიღო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. სახელი გაითქვა „რომაში“ და „მილანში“ თამაშისას, ამ პერიოდში მან 3-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ — იტალიის თასი და 2-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.
სამწვრთენლო კარიერის დასაწყისში ანჩელოტი წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ „რეჯანას“, „პარმას“, და „იუვენტუსს“, ამ პერიოდში მან მოიპოვა უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1999 წელს. 2001 წელს დაინიშნა „მილანის“ მთავარ მწვრთნელად, სადაც ფათიჰ თერიმი შეცვალა. სადებიუტო სეზონში ანჩელოტიმ გუნდი მე-3 ადგილზე გაიყვანა ჩემპიონატში, ხოლო |ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მიაღწია. 2002 წლის ზაფხულში კარლომ „მილანში“ შემტევი ნახევარმცველი ანდრეა პირლო მიიწვია, რის შემდეგაც გუნდმა შემტევი ფეხბურთის თამაში დაიწყო. 2002–03 წლის სეზონი „მილანისთვის“ წარმატებული გამოდგა. კლუბმა მოიგო იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალშიც „იუვენტუსი“ 11-მეტრიანების სერიაში (3–2) დაამარცხა. 2003–04 წლის სეზონში ანჩელოტიმ, „სკუდეტო“ მოიგო. შემდეგ ზედიზედ 2 წელი „მილანმა“ მე-2 ადგილი დაიკავა. 2005 წელს „მილანი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ძირითადი დროის ფრედ (3–3) დასრულების შემდეგ, „ლივერპულთან“ 11-მეტრიანების სერიაში წააგო. 2007 წელს ანჩელოტი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც კვლავ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა და რევანშის აღება შეძლო. „მილანმა“ ლივერპული 2–1 დაამარცხა.
2007–08 წლების სეზონი გამოდგა ყველაზე წარუმატებელი კარლო ანჩელოტისათვის „მილანში“, კლუბმა იტალიის ჩემპიონტში მე-5 ადგილი დაიკავა და პირველად დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.
2009 წელს დაინიშნა „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად, სადაც ოქროს დუბლი გაიფორმა, მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი. 2011 წლის 22 მაისს ანჩელოტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.[4]
2011 წლის 30 დეკემბერს პარი სენ-ჟერმენი-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა[5][6]. 2012–13 წლის სეზონში ანჩელოტიმ კლუბს საფრანგეთის ლიგა 1 მოაგებინა.
2013 წლის 25 ივნისს მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ანჩელოტი მომავალი წლიდან სამეფო კლუბს ჩაუდგებოდა სათავეში. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანჩელოტიმ გუნდში ლუკა მოდრიჩის როლი გააძლიერა, რომელსაც მოედნის ცენტრში მეტი სათამაშო თავისუფლება მიანიჭა, უკან, ნახევარდაცვაში დახია ანხელ დი მარია და გარეთ ბეილი შეუერთა კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას თავდასხმაში. ამ ცვლილებებმა „რეალი“ შეუჩერებელ ძალად აქცია. მან სადებიუტო სეზონშივე „რეალ მადრიდს“ მე-18 სამეფო თასი მოაგებინა, რომლის ფინალში გუნდმა კატალონიის „ბარსელონა“ დაამარცხა. ამავე სეზონში რეალი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 2011-დან 2013 წლამდე გუნდი ვერ ახერხებდა ნახევარფინალური ეტაპის დაძლევას. ფინალში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო მადრიდი“ დამარცხა დამატებით დროში, ანგარიშით 4–1. ამ ტიტულს მადრიდის „რეალის“ ქომაგებმა „ლა დესიმა“ უწოდეს, რაც თარგმანში „მეათეს“ ნიშნავს. გუნდისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ესპანეთის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა. 2014 წლის აგვისტოში „რეალმა“ უეფა-ს სუპერთასი მოიგო, სადაც „სევილია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0. 2014 წლის 16 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ანჩელოტის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 22 თამაში მოიგო. ანჩელოტიმ გუნდს ასევე ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. 2014–15 წლბის სეზონში „რეალ მადრიდმა“ კვლავ ვერ მოიგო ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და მეორე ადგილს დასჯერდა. ჩემპიონობა კლუბმა „ბარსელონას“ დაუთმო, ასევე ვერ მოუგო თანაქალაქელ „ატლეტიკოს“, რომელმაც 2014 წლის სექტემბერში 1–0 მოუგო „რეალს“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ. ჩემპიონთა ლიგაზე კი „რეალი“ ნახევარფინალიდან „იუვენტუსმა“ გამოაგდო. წარუმატებელი სეზონის შემდეგ კლუბის მმართველმა საბჭომ ანჩელოტი თანამდებობიდან გადააყენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.