![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/CampanileGiotto-01.jpg/640px-CampanileGiotto-01.jpg&w=640&q=50)
კამპანილე
სამრეკლო შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის იტალიის არქიტექტურაში / From Wikipedia, the free encyclopedia
კამპანილე (იტალ. campanile) — სამრეკლო შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის იტალიის არქიტექტურაში. როგორც წესი, აღმართული იყო ტაძრისგან მოშორებით. მის პროტოტიპს ქალაქის სადარაჯო კოშკი წარმოადგენდა. გეგმით ოთხწახნაგა (ან მრგვალი) ნაგებობის ქვედა სართული ყრუ იყო, ზემო სართულებში კი ღიობების რაოდენობა და სიდიდე თანდათან მატულობდა, რითაც იქმნებოდა სიმსუბუქისა და მოხდენილობის ერთიანი შთაბეჭდილება.[1] შენდებოდა 4–5 ან მეტ სართულად.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/CampanileGiotto-01.jpg/640px-CampanileGiotto-01.jpg)