![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%25A0%25E1%2583%25AC%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%25E1%2583%259C%25E1%2583%2593%25E1%2583%2590_Nikortsminda_Bell_tower.jpg/640px-%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%25E1%2583%2599%25E1%2583%259D%25E1%2583%25A0%25E1%2583%25AC%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%25E1%2583%259C%25E1%2583%2593%25E1%2583%2590_Nikortsminda_Bell_tower.jpg&w=640&q=50)
სამრეკლო
From Wikipedia, the free encyclopedia
სამრეკლო — ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული კოშკისებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება VIII საუკუნეში, რომში (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები). უძველესი სამრეკლოები შემონახულია ვერონასა და რავენაში. XI საუკუნიდან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამრეკლო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/05/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90_Nikortsminda_Bell_tower.jpg/320px-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90_Nikortsminda_Bell_tower.jpg)