საინჟინრო ნაგებობა From Wikipedia, the free encyclopedia
კოშკი — გეგმით მართკუთხა, მრავალკუთხა ან წრიული ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად დიდია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვა). კოშკი აღმართულია განცალკევებით, ან წარმოადგენს შენობის ნაწილს. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტექტურულ ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კოშკი, შუქურა), საინფორმაციო ნაგებობას (წყალსაწნევი კოშკი, რადიო- და ტელეანძები), აგრეთვე კოსმოსურ ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კოშკი).
კომპოზიციურად კოშკი ხშირად წარმოადგენდა ქალაქის ხუროთმოძღვრულ დომინანტს. ცნობილია „დახრილი კოშკი“ პიზაში (1174-1372, სიმაღლე 56 მ), კოშკი კამპანილე პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888-1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 100 მ), მოსკოვის კრემლის კოშკები (XV-XVII სს.), ეიფელის კოშკი (1889, სიმაღლე დაახლოებით 300 მ, ინჟინერი ა. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კოშკებს აგებენ ფოლადის, ხის, რკინა-ბეტონისა და ქვისაგან მეტეოროლოგიური დატვირთვის (ქარი, ტემპერატურა, შემოყინვა) გათვალისწინებით.
ტერმინი კოშკი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. მანამდე უწოდებდნენ გოდოლს, მურყვამს. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო გეგმით მართკუთხა ან მრგვალი, აგრეთვე ზურგიანი (ერთი ბრტყელი ფასადი და მომრგვალებული ზურგი) კოშკები. სახურავის ფორმისა და საბრძოლო საშუალებათა მიხედვით გვხვდება.
კოშკს იყენებდნენ აგრეთვე საცხოვრებლადაც. ჩვეულებრივ ეს იყო სართულიანი ნაგებობა ბოსლითა (ქვედა სართულში) და საბრძოლო ბაქნით (ზედა სართულში). სვანეთში (მესტია, უშგულის თემი), ხევსურეთში (შატილი, მუცო), თუშეთი (ომალო, დართლო), ზემო რაჭაში (ღები, ჭიორა) კოშკური სახლის რამდენიმე ტიპით შექმნილია რელიეფთან ოსტატურად შეხამებული ანსამბლები. ქართლ-კახეთში გვიანდელი საგვარეულო კოშკების I სართულში ხშირად მარანს ან წყაროს აწყობდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.