კავკასიის ფრონტი — შეიარაღებული კონფლიქტი ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის. სამხედრო კამპანიაში მოგვიანებით ჩაერთო აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური კასპიის დიქტატურა და ბრიტანეთის იმპერია, როგორც ახლოაღმოსავლეთის საომარ მოქმედებათა ასპარეზზე პირველი მსოფლიო ომის დროს. კავკასიის კამპანია მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის მთიანეთში, ტრაპიზონში, ბითლისში, მუშში და ვანში. ამ ტერიტორიების გარდა რუსეთის ფლოტი შეტევებს შავი ზღვის რეგიონში ახორციელებდა.

სწრაფი ფაქტები კავკასიის ფრონტი, თარიღი ...
კავკასიის ფრონტი
Thumb
თარიღი

24 ოქტომბერი, 1914 – 30 ოქტომბერი, 1918

(4 წელი და 6 დღე)
მდებარეობა სომხეთის მთიანეთი, სამხრეთი კავკასია
შედეგი
ტერიტორიული
ცვლილებები
ოსმალეთის იმპერიის დაყოფა
მხარეები
რუსეთის იმპერია (1914–17)
გაერთიანებული სამეფო (1918)
სომხეთი (1918)
ცენტრალური კასპიის დიქტატურა (1918)

რუსეთი (რსფსრ) (1918)
ბაქოს კომისრები (1918)

ოსმალეთის იმპერია
აზერბაიჯანი (1918)
გერმანიის იმპერია (1914–17)

გერმანიის იმპერია (1918)
საქართველო (1918)

მეთაურები
დიდი მთავარი ნიკოლოზ რომანოვი
ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი
ნიკოლაი იუდენიჩი
ანდრანიკ ოზანიანი
არამ მანუკიანი
დრასტამატ კანაიანი
ტოვმას ნაზარბეკიანი
მოვსეს სილიკიანი
ლიონელ დენსტერვილი

სტეფანე შაუმიანი

ენვერ-ფაშა
ვეჰიბ-ფაშა
აბდულ ქერიმ-ფაშა
ნური ქილიგილი
სემედ ბეი მეჰმენდაროვი
ალი-აღა შილხინსკი
ფრიდირხ ფონ კრესენშტეინი
ილია ოდიშელიძე
გიორგი კვინიტაძე
ძალები
1,000,000 308,660
კავკასიის ფრონტი ვიკისაწყობში
დახურვა

1914 წლის შემოდგომაზე ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო შეტევა ერზურუმ-ოლთის-ერეევნის მიმართულებით და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ კატასტროფული მარცხი იწვნია იმავე წლის დეკემბერში სარიყამიშთან ბრძოლაში.

1917 წლის 23 თებერვალს რუსეთის წარმატება ქვეყანაში მომხდარმა რევოლუციამ შეაჩერა და მოგვიანებით რუსეთის კავკასიური არმია დაიშალა ახლად შექმნილ სომხეთის ჯარებად. იმავე დროს, 1918 წელს რეგიონში ასევე შეიქმნა ცენტრალური კასპიის დიქტატურა, მთიანი სომხეთის რესპუბლიკა და ალიანსის ჯარი სახელად დანსტერ ფორსი (ინგლ. Dunsterforce), რომელიც შედგებოდა მესოპოტამიის და დასავლეთის ფრონტის საუკეთესო ჯარისკაცებისაგან. გერმანიის იმპერიას და ოსმალეთის იმპერიას ბევრი კონფლიქტი ჰქონდათ ბათუმში, მას შემდეგ, რაც გერმანიის კავკასიური ექსპედიცია ჩავიდა ქალაქში, რომლის მთავარი მიზანი ნავთობის მომარაგების უზრუნველყოფა იყო.

1918 წლის 3 მარტს კამპანია დასრულდა ოსმალეთსა და რუსეთს შორის 1918 წლის 4 ივნისის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით. აგრეთვე ოსმალეთის იმპერიამ ხელი მოაწერა ბათუმის ხელშეკრულებას სომხეთთან. თუმცა 1918 წლის 30 ოქტომბრის მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერამდე, ოსმალეთის იმპერია კვლავ აგრძელებდა სახმედრო დაპირისპირებას ცენტრალური კასპიის დიქტატურასთან, მთიანი სომხეთის რესპუბლიკასთან და ბრიტანეთის დანსტერ ფორსის ჯარებთან.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 73-77.
  • Falls, Cyril (1960). The Great War pp. 158–160. (covers 1915 fighting)
  • Fromkin, David (1989). A Peace to End All Peace, pp. 351–355. Avon Books. (covers 1918 operations)
  • Harutyunian, The 1918 Turkish aggression in Transcaucasus, Yerevan, 1985. (covers conquest of Armenia, 1918)
  • Pollard, A. F. (1920). A Short History of the Great War (chapter 10). (covers 1916 fighting)
  • Strachan, Hew (2003). The First World War, pp. 109–112. Viking (Published by the Penguin Group) (1914 operations)
  • Ulrichson, Kristian Coates (2014). The First World War in the Middle East (Hurst, London) (The Caucacus Campaigns, Chapter 3 pp53–74)
  • Russian Campaign in Turkey

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.