From Wikipedia, the free encyclopedia
სტეფანე გიორგის ძე შაუმიანი (პარტიული ფსევდონიმები სურენი, სურენინი, აიაქსი და სხვ.) (სომხ. Ստեփան Շահումյան; დ. 13 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1878, თბილისი — გ. 20 სექტემბერი, 1918) — რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში, ჟურნალისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, რსდმპ-ის წევრი 1900 წლიდან.
სტეფანე შაუმიანი | |
---|---|
სტეფანე შაუმიანი | |
დაბადების სახელი | სტეფანე შაუმიანი |
დაბადების თარიღი |
1 ოქტომბერი/13 ოქტომბერი, 1878 ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1918 (39 წლის) |
1898 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. 1899 წელს სომხეთში დააარსა ერთ-ერთი პირველი მარქსისტული წრე. 1902 წელს „სომეხ სოციალ-დემოკრატთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1902 წლის ბოლოდან ემიგრაციაში იყო გერმანიაში. მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში. სომხურ ენაზე თარგმნა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ლენინის ნაწარმოებები. 1905 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგ ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა. 1915 — რსდმპ კავკასიის ბიუროს წევრი, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ — ბაქოს საბჭოს თავმჯდომარე.
სრულიად რუსეთის საბჭოების I ყრილობის დელეგატი, არჩეული იყო სრულიად რუსეთის ცაკში. რსდმპ (ბ) VI ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად. 1917 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ყრილობას, დეკემბერში რსფსრ სახკოსაბჭომ დანიშნა კავკასიის საქმეთა საგანგებო კომისრად. 1918 წლის მარტში მეთაურობდა მუსავატელთა ანტისაბჭოთა ამბოხების ჩახშობას ბაქოში, აპრილში ბაქოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისარი იყო (ბაქოს კომუნა). დახვრიტეს ბაქოს 26 კომისართა შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.