From Wikipedia, the free encyclopedia
კაბინდა (პორტ. Cabinda) — პროვინცია ანგოლაში, რომელსაც აქვს ექსკლავის მდგომარეობა. პორტუგალიის ყოფილი კოლონია — პორტუგალიის კონგო. კაბინდის პროვინციის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7270 კმ²-ს[1], 2014 წლის აღწერის შედეგების თანახმად პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 716 076 ადამიანს[2].
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
კაბინდა პორტ. Cabinda | |||||
| |||||
ქვეყანა | ანგოლა | ||||
ადმ. ცენტრი | კაბინდა | ||||
შიდა დაყოფა | Belize, Buco-Zau, კაბინდა და Cacongo | ||||
კოორდინატები | 4°56′03″ ს. გ. 12°24′19″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 15 იანვარი, 1975 | ||||
ფართობი | 7270 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | პორტუგალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 716 076 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 98,50 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||||
ოფიციალური საიტი | cabinda.gov.ao | ||||
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობენ ნავთობის მსხვილი საბადო და კაბინდის პორტი. ეს ფაქტორები უზრუნველყოფენ ანგოლის ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 80 %-ს. ამიტომ ათწლეულების განმავლობაში არსებობს სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ცდილობს კაბინდის დამოუკიდებლობის მოპოვებას.
კაბინდის პროვინცია ჩრდილოეთით ესაზღვრება კონგოს რესპუბლიკას, აღმოსავლეთით და სამხრეთით — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, დასავლეთით აქვს გასასვლელი ატლანტის ოკეანეში.
1885 წლის 1 თებერვალს პორტუგალიის სამეფომ და ადგილობრივმა აფრიკელმა არისტოკრატებმა დადეს სიმულამბუკის შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეიქმნა კაბინდის პროტექტორატი. პორტუგალიის ანგოლიდან მას გამოჰყოფდა მხოლოდ მდინარე კონგო. თანაც, უკვე 1885 წლის 30 აპრილს ბერლინის კონფერენციის წევრები შეთანხმდნენ კონგოს თავისუფალი სახელმწიფოსთვის მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე მიწის გარკვეული ნაწილის გადაცემის შესახებ სხვა ტერიტორიების სანაცვლოდ, რომელიც გადაეცა პორტუგალიას ანგოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. საზღვრების მონაცვლეობის შედეგად კაბინდას ანგოლიდან ახლა უკვე აშორებდა არა მარტო მდინარე კონგო, არამედ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე ხმელეთის მონაკვეთიც. ამასთან ერთად, კონფერენციის წევრებმა აღიარეს პორტუგალიის სრული უფლებები კაბინდის ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ფლობაზე, ასევე პორტუგალიას დაუმტკიცეს პორტუგალიის კონგოს კოლონიის ახალი სტატუსი, რომელიც შენარჩუნდა 1920 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიალურ რეფორმებამდე, რომლის თანახმადაც კაბინდა გახდა ანგოლის განუყოფელი ნაწილი.
XX საუკუნის დასაწყისში მოხდა აჯანყება პორტუგალიური კოლონიალიზმის წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა დაახლოებით 2000 აჯანყებული[3][4].
1975 წლის 15 ნოემბერს დაიდო ალვორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ანგოლამ მიიღო დამოუკიდებლობა პორტუგალიისაგან, თანაც კაბინდა, რომელიც იმ მომენტში იყო ცალკე კოლონია, ამ შეთანხმების თანახმად გახდა დამოუკიდებელი ანგოლის შემადგენელი ნაწილი. კოლონიის საზღვრების შეცვლა ან მათი გაერთიანება მაცხოვრებლების თანხმობის გარეშე, კოლონიის სტატუსის ძალადობრივი ცვლილება, ასევე კოლონიისთვის დამოუკიდებლობის მიცემაზე უარის თქმა გაეროს № 1514 დეკლარაციის — «კოლონიალური ქვეყნებისთვის და ხალხისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ» პირდაპირი დარღვევაა[5], მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ანგოლას ამ საზღვრებით შესულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
1975 წლის 1 აგვისტოს ანკლავ კაბინდის განთავისუფლების ფრონტმა გამოაცხადა კაბინდის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა — მთავრობით, შეიარაღებული ძალებით და სახელმწიფოებრიობის ყველა სხვა ატრიბუტებით. მაგრამ უკვე ნოემბერში არაღიარებული რესპუბლიკა ძალით იქნა ლიკვიდირებული პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა მინიჭებული ანგოლის ხელისუფლების მიერ. 2002 წელს ანგოლის სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ წამოწყებული იქნა დამოუკიდებლობის გამოცხადების ახალი მცდელობა დევნილობაში მთავრობის შექმნით.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით კაბინდის პროვინცია დაყოფილია 4 მუნიციპალიტეტად (პორტ. município)[6]:
2010 წლის 8 იანვარს ადგილობრივმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ტოგოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეთა ავტობუსს, რომლებიც მიემგზავრებოდნენ 2010 წლის აფრიკის ერთა თასის ტურნირზე. თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო კაბინდის ამბოხებულთა დაჯგუფებამ, დაიღუპა მწვრთნელის თანაშემწე, ნაკრების პრეს-მდივანი და ავტობუსის მძღოლი; ორი ფეხბურთელი მძიმედ დაიჭრა. ნაკრების ვარსკვლავი ემანუელ ადებაიორი არ დაშავებულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.