From Wikipedia, the free encyclopedia
ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ან ერაყისა და შამის / სირიის ისლამური სახელმწიფო, აგრეთვე ცნობილი არაბული აკრონიმით დაიში / დაეში (არაბ. داعش), 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო (არაბ. الدولة الإسلامية) — სუნიტ[5] ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყის, სირიისა, ლიბანის ნაწილს, ასევე მცირე ტერიტორიებს ლიბიაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში[6][7]. ტერორისტების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მთლიანად ლევანტის, მათ შორის ლიბანის, ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიის, ერაყის, კვიპროსისა და სამხრეთ თურქეთის[8][9], თუმცა 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა[10][11]. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე[12].
ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო დაიში الدولة الإسلامية في العراق والشام ისლამური სახელმწიფო |
||||
---|---|---|---|---|
ნაცრისფერი - ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები მისი აღზევების ზენიტში (2015 წლის ივნისი)
|
||||
დედაქალაქი | რაყა 35°57′ ჩ. გ. 39°01′ ა. გ. | |||
უდიდესი ქალაქი | მოსული, რაყა | |||
ოფიციალური ენა | არაბული | |||
რელიგია | სუნიტური ისლამი | |||
მთავრობა | სახალიფო (ისლამური ფუნდამენტალიზმი) |
|||
- | ხალიფა | აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი | ||
ქრონოლოგია | ||||
- | დამოუკიდებლობის გამოცხადება | 3 იანვარი, 2014 | ||
ფართობი | ||||
- | სულ | 40 ათ. კმ2 - 90 ათ. [1] კმ2 | ||
მოსახლეობა | ||||
- | შეფასება | დაახ. 8 მილიონი | ||
ვალუტა | დინარი[2][3][4] |
გაერო ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს[13].
შემდეგი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ისლამურ სახელმწიფოს განიხილავენ როგორც ტერორისტულ დაჯგუფებას:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.