From Wikipedia, the free encyclopedia
ირლანდია (ირლ. Éire, ინგლ. Ireland, ლათ. Hibernia) — კუნძული ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, რომლისგანაც გამოყოფილია ჩრდილოეთის სრუტით, ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტით და რომლის შემდეგაც უდიდესია ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგში.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
კუნძულზე ნორმანები შუა საუკუნის ადრეულ წლებში შეიჭრნენ. შუა საუკუნეების შემდგომ პერიოდში უკვე ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ვრცელდება პროტესტანტიზმი, იმპერია ირლანდიის კუნძულზე ავრცელებს ამ რელიგიას. კუნძულზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კათოლიციზმის მიმდევრები. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთმა ირლანდიამ მიიღო დომინიონის სტატუსი, ჩრდილოეთი კი უშუალოდ შეუერთდა დიდ ბრიტანეთს. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო დაპირისპირება ბრიტანელებთან, ეს დაპირისპირება მიმდინარეობდა 1960-1990 წლებში, დაპირისპირება დასრულდა დიდი პარასკევის შეთანხმებით.
ფართობის მხრივ, ირლანდია მესამე კუნძულია ევროპაში და მეოცე — მსოფლიოში.[3][4] კუნძულის ძირითადის ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, თუმცა ჩრდილოეთში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია — ჩრდილოეთი ირლანდია. აქ შედარებით მცირე სიმაღლის მთებია, ასეთი ტერიტორიები ძირითადად კუნძულის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეულია, სწორედ აქედან იღებს მნიშვნელოვანი მდინარეები სათავეს. კუნძული უძველესი დროიდან მდიდარი იყო მწვანე საფარით, თუმცა დღეისთვის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია. აქ ოცდაექვსი სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარა სახლობს. მათგან აღსანიშნავია წითელი მელა, ზღარბი და მაჩვი. აქ აგრეთვე ცხოვრობს თეთრი კურდღელი, კეთილშობილი ირემი და ტყის კვერნა. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის სხვა მრავალი სახეობით.
ირლანიის კუნძულზე მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 6,2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა (4,6 მილიონი ადამიანი) ცხოვრობს ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 1,8 მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებელია. 2008 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობამ შეადგინა 4 422 100, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდიის მოსახლეობამ კი 1 775 000 ადამიანი. კუნძულზე აღწერა აგრეთვე ჩატარდა 2009 წელს, ამ წელს ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 4 459 300 ადამიანს. ჩრდილოეთ ირლანდიაში აღწერა არ ჩატარებულა.
ირლანდიურმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაზე, განსაკუთრებულად ცნობილია ირლანდიური ლიტერატურა და მეცნიერება. კუნძულზე მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ირლანდიურ ენაზე, თუმცა აგრეთვე გავრცელებულია ინგლისური ენაც. აქ განვითარებულია სპორტული ცხოვრება, ირლანდიის რეპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ჰყავს: რაგბიში, ფეხბურთსა და გოლფში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.