ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი From Wikipedia, the free encyclopedia
იოსებ ილარი ეკელი (დ. 13 იანვარი, 1737 — გ. 16 მაისი, 1798) — ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი.
იოსებ ილარი ეკელი | |
---|---|
გერმ. Joseph Hilarius Eckhel | |
დაბ. თარიღი | 13 იანვარი, 1737[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ენცერსფელდი |
გარდ. თარიღი | 16 მაისი, 1798[1] [2] [3] [4] [5] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა[6] [4] |
მოქალაქეობა | ავსტრია[7] |
საქმიანობა | ნუმიზმატი[7] და უნივერსიტეტის პროფესორი[7] |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი[7] |
ეკელი დაიბადა ენცერსფელდში, ქვემო ავსტრიაში.
მან მიიღო ადრეული განათლება იეზუიტების კოლეჯში, ვენაში, სადაც თოთხმეტი წლის ასაკში მიღებულ იქნა იეზუიტთა ორდენში. მან თავი შესწირა ძველი ნივთების და მონეტების შეგროვებას. პოეზიისა და რიტორიკის პროფესორად ყოფნის შემდეგ, 1772 წელს დაინიშნა მცველად იეზუიტთა კოლეჯის მონეტების კაბინეტში და იმავე წელს ის წავიდა იტალიაში ანტიკვარების და მონეტების საფუძვლიანად შესასწავლად. ეკელი ფლორენციაში დაიქირავეს, რათა წესრიგში მოეყვანა ტოსკანის ჰერცოგის მონეტების კოლექცია. მისი პირველი კვლევა და სხვა კოლექციები გამოჩნდა Numi veteres anecdoti-ში, რომელიც გამოქვეყნდა 1775 წელს.
1774 წელს დაინიშნა სიძველეთა საიმპერატორო მიუნცკაბინეტის დირექტორად.
1775–1798 წლებში ვენის უნივერსიტეტის პროფესორია.
მისი მთავარი ნაშრომია Doctrina numorum veterum, ის 8 ნაწილისგან შედგება, ამ ნაშრომში ეკელმა გამოიყენა ანტიკური მონეტების კლასიფიკაციის გეოგრაფიული პრინციპი. მან სისტემაში მოიყვანა 70 000-ზე მეტი მონეტა. ნაშრომის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1792 წელს, ხოლო ბოლო 1798 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.