ქვემო ავსტრია

From Wikipedia, the free encyclopedia

ქვემო ავსტრია

ქვემო ავსტრია (გერმ. Niederösterreich) — ავსტრიის ფედერალური მხარე. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — სანქტ-პელტენი. მოსახლეობა — 1 684 623 ადამიანი (2020). გარს არტყია ავსტრიის დედაქალაქ ვენას, თუმცა ვენა არ შედის მის შემადგენლობაში. ფედერალური მხარე იყოფა 20 ადმინისტრაციულ რაიონად და 4 ქალაქად. სულ ქვემო ავსტრიაში 573 მუნიციპალიტეტია.

გეოგრაფია

მხარეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვეთს მდინარე დუნაი. მის ჩრდილოეთით დაბალი მთიანეთი და პლატოებია, სამხრეთით აღმოსავლეთ ალპების მთისწინეთი და ქედები. მხარის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს შუა დუნაის ვაკეს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.