ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი. ამჟამად: კულტურის, სპორტისა და ახალგაზ From Wikipedia, the free encyclopedia
თეა წულუკიანი (დ. 21 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2019 წლის 19 სექტემბრიდან ასევე ვიცე-პრემიერი[1]). 2020-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 2021 წლის 19 მარტიდან (ოფიციალურად 22 მარტიდან) 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3] 2024 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად.
დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.
2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.[4]
2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.